DC-ის ახალ კომიქსში ცნობილი გახდა, რომ სუპერმენი ბისექსუალია
DC Comics-ის მიერ გამოშვებულ ახალ კომიქსებში თანამედროვე სუპერმენი, ჯონათან კენტი, ბისექსუალია. სუპერგმირი, რომელსაც აქამდე როგორც ჰეტეროსექსუალს, ისე ვიცნობდით, ახალ კომიქსში ბიჭ მეგობართან რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებს.
"კლარკ კენტის კიდევ ერთი თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალით შეცვლა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას ჰგავდა", — ამბობს სცენარისტი ტომ ტეილორი New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში. ჯონათანის ახალი სასიყვარულო ინტერესის ობიექტი რეპორტიორი ჯეი ნაკამურაა, რომელიც ყველას გადარჩენის მცდელობით მენტალურად და ფიზიკურად გადაღლილ სუპერმენზე ზრუნავს.
კენტის სექსუალური ორიენტაცია ერთადერთი სიახლე არ არის, რომლითაც სუპერგმირი აუდიტორიის წინაშე წარდგება. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სუპერმენი აპროტესტებს ლტოლვილთა დეპორტაციას, ცდილობს სკოლებში გახშირებული მკვლელობებს ხელი შეუშალოს და შეაჩეროს ის ხანძრები, რომლებიც კლიმატის კრიზისს იწვევს.
"სუპერმენი ყოველთვის იმედის, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სიმბოლო იყო. დღეს ეს სიმბოლო კიდევ უფრო მეტს რამეს წარმოადგენს. დღეს უფრო მეტ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი კომიქსების ყველაზე ძლიერ სუპერგმირში დაინახოს", — დასძინა ტეილორმა.
უნდა აღინიშნოს, რომ კომიქსების სამყაროში ბოლო დროს ქვიარპერსონაჟები უფრო ხშირად გვხვდებიან. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რობინის ახალ ვერსიაში მას ბოიფრენდი ეყოლება. ხოლო მარტში Marvel-მა გადაწყვიტა, რომ კაპიტან ამერიკის მოსასხამი გეი პერსონაჟისთვის გადაეცა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები