ბათუმში მოქალაქეები მაშველების დასახმარებლად საჭმლისა და ცხელი ყავის ფულს აგროვებენ
ბათუმში მოქალაქეები მაშველების დასახმარებლად საჭმლისა და ცხელი ყავის ფულს აგროვებენ. როგორც შოთა დიდიშვილი On.ge-სთან აცხადებს, ფეისბუქზე პოსტის გამოქვეყნებიდან 15 წუთში 450 ლარი შეგროვდა, მას შემდეგ კი თანხას ვეღარ ითვლიან და სავარაუდოდ 3-ჯერ მეტი არის შეგროვებული.
"თანხას ვაგროვებთ გმირი მაშველებისთვის, რომლებმაც 12 საათიდან დაიწყეს და მართლაც მუხლჩაუხრელად შრომობენ, თავაუღებლად აკეთებენ მათ საქმეს. ჩემი თვალით ვნახე დაახლოებით 2-3 საათის წინ იქ, ადგილზე რაც ხდებოდა. თუ ადამიანმა თავის თვალით არ ნახა იქაური რეალობა, ვერანაირი ფოტო და ვიდეოკადრები ვერ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეალურად აღვიქვათ.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეგობრებთან ერთად მივიტანო საკვები, სასმელი, ასევე, ცელი ყავა და რა ვიცი, რასაც გავწვდებით ყველაფერს მაქსიმალურად. ერთჯერადად რაც არის საჭირო, რომ ადამიანი ჩამოჯდეს 2 წუთით და მიირთვას საჭმელი გემრიელად. ბოლოს რომ ვნახე 450 ლარი გვქონდა 15 წუთში და მას მერე ვეღარ ვითვლი", — ამბობს ის.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზე შეუძლიათ — GE77VT1000001912034506.
დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები 11 საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს, რომელთაგან კონტაქტზე 2 გამოდიოდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზიც.
რამდენიმე საათის წინ, კლინიკიდან გაწერეს ბავშვი, რომელიც კორპუსის ნგრევისას მის წინ მდებარე მანქანაში იყო და ნანგრევებს შორის მოყვა. ბათუმის იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის, თამარ ბახტაძის ინფორმაციით, წვივის ძვლის მოტეხილობა და ზედაპირული დაზიანებები აქვს.
გაიგე მეტი:
- წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, გამოძიება მუშაობს — ღარიბაშვილი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებზე
- სამშენებლო სამუშაოებს მესაკუთრეები აკეთებდნენ, შეიძლება ეს იყოს ნგრევის მიზეზი — გომელაური
- "ტელეფონს არ პასუხობს" — ბათუმში მოქალაქეები ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან
- ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან გამოყვანილი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები