ვინ ვის სცემა და რატომ ითხოვენ დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მონაწილეობით, მილიციელმა ე.წ. დეპუტატ ჰარი კოკაიას სცემა, რის გამოც კოკაიას თანასოფლელები ე.წ. მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
ყველაფერი 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტით დაიწყო, როცა ის სოფელ აძიუბჟიდან თანასოფლელებთან და აფხაზეთის ომის ვეტერანებთან ერთად, სოხუმის სანაპიროზე ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. გამარჯვების დღეს აღნიშნავდა. ქეიფის შემდეგ, მან საზეიმოდ პისტოლეტიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
აღმოჩნდა, რომ ამ დროს, გასროლის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, მეორე რესტორან დოლჩე ვიტაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვიც ქეიფობდნენ.
გასროლიდან მალევე ადგილზე დე ფაქტო შს მინისტრი, დმიტრი დბარი და სპეცრაზმი გამოცხადდა.
დბარი ამბობს, რომ დეპუტატი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იარაღის ჩაბარება სთხოვა, რასაც კოკაია არ დათანხმდა. ამის შემდეგ მისთვის იარაღის წართმევა მილიციელებმა ძალით სცადეს, რა დროსაც კოკაიასა და რამდენიმე ვეტერანს სცემეს.
ამის გამო მეორე დღეს სოფელ აძიუჟბის მცხოვრებლებმა სოხუმში აქცია მოაწყვეს და "გამოუსწორებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად" ცემაში მონაწილე დბარის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენება მოითხოვეს. მოიწვიეს პარლამენტის საგანგებო სხდომაც, თუმცა მოთხოვნამ საკამარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა.
ასლან ბჟანიამ დბარის დაკავებული თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ, 3 ოქტომბერს მიიღო, თუმცა მომხდარის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
კომენტარები