სინტაქსი, სემანტიკა და ევოლუცია
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს ბლოგზე
ეგვიპტის ბრძენნი და ფარაონი დიდ ხანს მსჯელობდნენ, შეძლებდა თუ არა ადამიანი სიტყვის თქმას ისე, რომ არავის ხმა არ გაეგო. ამ მიზნით ფარაონმა ბრძანება გასცა, ჩვილი იზოლირებულ ოთახში გამოეკეტათ მანამ, სანამ იგი 2 წლის არ გახდებოდა, მიეცათ საჭმელი და სასმელი, ოღონდ სიტყვის უთქმელად.
აასრულეს მსახურებმა ფარაონის ბრძანება და ბნელ ოთახში გამოკეთეს საწყალი ჩვილი, რომელიც სინათლეს მხოლოდ მაშინ ხედავდა, როცა მის გამოსაკვებად შედიოდნენ. ერთ მზიან დღეს, როდესაც ბავშვი უკვე 2 წლის იყო, მსახურმა შეაღო კარი საჭმლის შესატანად. ნათელი კორიდორიდან შესული სინათლე ბავშვის თვალებში ირეკლებოდა, როცა მან დაიჩურჩულა: „ამონ რა“.
პირველი, მეტწილად მეცნიერული ნაშრომი ენის სტრუქტურის შესახებ ეკუთვნის როჯერ ბეკონს; 1245 წლის „გრამატიკის მიმოხილვაში“ .მისი დაკვირვებით, არსებობს გარკვეული გრამატიკული კანონები, რომლებიც უნივერსალურია ყველა ენისთვის.
სტრუქტურული ვარიაციები ყველა არსებულ და მომავალ ენაში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანია, მაინც ლიმიტირებულია. ამასთანავე ბეკონი და სხვა ენათმეცნიერების უმეტესობა მეოცე საუკუნემდე სინტაქსსა და სემანტიკას ურთიერთდამოკიდებულ ცნებებად განიხილავდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველად მიაჩნდათ, რომ სიტყვების მნიშვნელობა უნდა განსაზღვრავდეს გრამატიკულ სტრუქტურას და პირიქით.
ამ მოსაზრებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა 1957 წელს, როდესაც ნოამ ჩომსკიმ გამოსცა წიგნი „სინტაქსური სტრუქტურები“ (ინგლ. Syntactic Structures).
თუ წინადადების გრამატიკულობა განსაზღვრულია მისი სემანტიკით. ასეთ შემთხვევაში გრამატიკულად სწორი წინადადებების რაოდენობა ლიმიტირებულია. ჩომსკი თავისი წიგნის პირველ ნაწილს „დამოუკიდებელი გრამატიკა“ სწორედ ამ მოსაზრებების უარყოფას უძღვნის და განმარტავს:
- წინადადებები შეიძლება იყოს გრამატიკული, მაგრამ ამასთანავე იყოს „უაზრო“.
- გრამატიკულად სწორი წინადადების ვარიაცია შეიძლება იყოს პრაქტიკულად უსასრულო.
- სემანტიკა განპირობებულია გრამატიკით.
ავიღოთ დებულება (1) და ერთმანეთს შევადაროთ ორი წინადადება:
- Colorless green ideas sleep furiously (უფერულ, მწვანე იდეებს სძინავთ მშფოთვარედ)
- Furiosly sleep ideas green colorless (მშფოთვარედ სძინავთ იდეებს მწვანე უფერული)
(ა)-ც და (ბ)-ც უაზროა, თუმცა (ა) გრამატიკულად გამართლულია, ხოლო (ბ) არა-გრამატიკულია.
დებულება (2) პირდაპირ გამომდინარეობს (1)-დან. დებულება (3) კი ლოგიკურად გამომდინარეობს როგორც (1)-დან, ასევე (2)-დან, თუმცა ამ უკანასკნელი დებულების დასაბუთებას ჩომსკი უშუალოდ გრამატიკული კანონების ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ახერხებს, ანუ რა კავშირშია ზმნა არსებით სახელთან და ა.შ.
„სინტაქსის თეორიის ასპექტები“-ში (ინგ. Aspects of Theory of Syntax) ჩომსკი გრამატიკული კანონების ურთიერთქმედებას უფრო დეტალურად განიხილავს და ასკვნის, რომ გრამატიკული წინადადება ნებისმიერ ენაში ემორჩილება რამდენიმე მარტივ კანონს. ამ კანონების დეტალურ განხილვას დიდი დრო დასჭირდება. თუ დაინტერესებული ხართ და ჯერაც არ მოგბეზრდათ კითხვა, შეგიძლიათ, იხილოთ წიგნები, რომლებიც ვახსენე, და მოიძიოთ „Transformational Generative Grammar“.
ტრანსფორმაციული გრამატიკის მოდელი დღემდე მიჩნეულია ერთადერთ აკურატულ მოდელად. ჩომსკის ტრანსფორმაციულ გრამატიკას მაინცდამაინც ბევრი კრიტიკოსიც არ ჰყოლია, რადგან მისი დასაბუთების ლოგიკური სისწორე პრაქტიკულად უტყუარია. ამ ახალი აქსიომების შემოღების შემდგომ, ლინგვისტები და მეტწილად ფსიქოლოგები ცდილობდნენ, გაერკვიათ, როგორ ხდება არსებული გრამატიკული წესების დასწავლა.
პირველი თეორიები იყო წამოყენებული ქცევითი ფსიქოლოგიის დარგში. 1957 წელს ბურჰუს ფრედერიკ სკინერმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით „Verbal Behavior“, რომელშიც იგი ეცადა, აეხსნა, თუ როგორ ხდება ენის დასწავლა. მისი აზრით, მეტყველება არის განსაზღვრული სტიმული-პასუხი ორობითი სისტემით, ანუ ენის ათვისება ბავშვების მიერ დაახლოებით ისევე ხდება, როგორც სხვა უნარ-ჩვევების ათვისება ან როგორც ძაღლებსა და სხვა შინაურ ცხოველებს „ასწავლიან“ ბრძანებების შესრულებას. თუ პატრონი ეტყვის „დაჯექი“ და ძაღლი დაჯდება, ის საკვებით დასაჩუქრდება.
როდესაც ბავშვი აკვირდება გარემოს, ის აკვირდება ადამიანებს შორის ურთიერთობასაც. თუ, დავუშვათ, ერთი მშობელი ეტყვის მეორეს: „ორცხობილა მომეცი“, რის შემდეგაც ის მიიღებს ამ ორცხობილას, ბავშვი ხვდება სიტყვა „მომეცის“ მნიშვნელობას და შემდეგ იმავეს მისაღებად შეეცდება, წარმოთქვას სიტყვა „ორცხობილა“ და „მომეცი“. სკინერის მოდელი ცდილობს აღწეროს, რა ურთიერთქმედებებიდან ახერხებს ბავშვი ენის, წინადადების აწყობის უნარის გავითარებას. თავისი „სტიმული-პასუხის“ მოდელის დასადასტურებლად მან რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა და ბევრი ფსიქოლოგი მის მოსაზრებას მიემხრო, თუმცა მას გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც. 1959 წელს ჩომსკიმ ზედმიწვენით განიხილა სკინერის ნაშრომი, სკინერს კი „ფსევდომეცნიერი“ უწოდა.
ვეცდები მაგალითების მეშვეობით განვიხილო რაში მდგომარეობს ჩომსკის და მისი კოლეგების კრიტიკა;
- ბიძინამ თავის ეზოში უზარმაზარი ხე გადარგო
- ის ჩვენი მეზობელი სრული იდიოტია
პატარა ბავშვს, რომელსაც გრამატიკა არ უსწავლია, თავისუფლად შეუძლია, ამ ორი წინადადებიდან ააწყოს სხვადასხვა ფრაზა, მაგალითად:
- ეზოში იდიოტია.
- ეზოში უზარმაზარი ხეა.
- ბიძინა იდიოტია.
- (...)
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი „სტიმულს“ ან ინფორმაციას იღებს ძალიან ლიმიტირებულად, მას მაინც შეუძლია, წარმოთქვას ფრაზების მრავალფეროვნება. ეს ფრაზები შეიძლება აღწერდეს მოქმედებას, იყოს აბსტრაქტული ან, სემანტიკური გაგებით, უაზროც კი. სემანტიკის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მშობლები და ზრდასრულები მეტწილად „უაზრობებს“ არ ამბობენ.
ლიმიტირებული „ინფორმაციის“ ან „სტიმულის ნაკლებობის“ (poverty of stimulus) შემთხვევაში სკინერის კვლევის ქვაკუთხედი საკმაოდ სუსტი გამოდის და ის ვერ პასუხობს მთავარ შეკითხვას. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩომსკი მივიდა დასკვნამდე, რომ ენის ათვისება ადამიანში წინასწარ განსაზღვრული მექანიზმებით უნდა ხდებოდეს. ეს მოსაზრება „უნივერსალური გრამატიკის“ ან „გრამატიკის ორგანოს“ სახელით არის ცნობილი.
სტივენ პინკერს თავის წიგნში “The Language Instinct”, უნივერსალური გრამატიკის არგუმენტად, ენათმეცნიერი დერეკ ბიკერტონის კვლევაზე დაყრდნობით, რამოდენიმე მაგალითი მოყავს; ერთ-ერთი მათგანია ეგრედ-წოდებული „კრეოლური ენები“. რაც ნიშნავს ორი ენის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ, გარკვეული გრამატიკის მქონე ენას.
1970 წელს, ჰავაის შაქრის წარმოებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა, შესაბამისად ადგილობრივმა მთავრობამ დაიწყო უცხოელი მუშახელის მასიური ტრანსპორტი. ძირითადად იაპონიიდან, ჩინეთიდან და ტაივანიდან. რადგან ამ მუშების ენას ადგილობრივებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ქონდა, ხოლო მათი კომუნიკაცია მიმდინარეობდა მხოლოდ სამუშაოს პერიოდში, უცხოელებმაც და ადგილობრივებმაც გამოძებნეს „ახალი გზა“ კომუნიკაციისთვის, რომელიც შედგებოდა მარტივი სხვა და სხვა ენიდან ნასესხები ტერმინების არა-გრამატიკული გამოყენებით. ანუ სინტაქსურად გამართული ენა მუშებმა ვერ „შექმნეს“. მიუხედავად ამისა, სრულიად ახალი გრამატიკულად მართებული მეტყველება გაუვითარდათ პლანტაციაზე დაბადებულ/გაზრდილ ბავშვებს. ანუ „დაბალი კოგნიტიური შესაძლებლობის“ მქონე მოზარდებმა ინსტინქტურად ააწყეს სრულიად ახალი მეტყველება, რომელიც იზიარებს მსოფლიოში გავრცელებულ უნივერსალებს.
ჩომსკისთვის და პინკერისთვის მეტყველება „ორგანოს“ გავს. ადამიანი ადრეულ ასაკშივე თუ ვერ შეძლებს უნივერსალური გრამატიკის აპარატის გამოყენებას, ის ვერასდროს ვერ შეძლებს სინტაქსურად გამართულ ლაპარაკს. ამის მაგალითად პინკერს და ჩომსკის მოყავთ ეგრედ-წოდებული „ველური ბავშვების“ იშვიათი შემთხვევები. ანუ როცა ბავშვებმა სქესობრივი მომწიფების ასაკს მიაღწიეს ცივილიზაციისგან მოწყვეტილ პირობებში. ანალოგიად შეიძლება ავიღოთ ცნობილი ექსპერიმენტი თაგვებზე; სადაც ახალშობილ თაგვებს დაბადებისთანავე თვალებს უხვევდნენ და არ აძლევდნენ სინათლის დანახვის შესაძლებლობას. ასეთ დაგვებს რამოდენიმე წელში როცა თვალსახვევს ხსნიან, მხედველობის უნარი ბოლომდე დაქვეითებული აქვთ.
1993 წელს ჩომსკიმ გამოაქვეყნა „მინიმალისტური პროგრამა“ (minimalist program), რომელშიც იგი ეცადა, განემარტა, რომელი გრამატიკული მექანიზმები არის თანდაყოლილი. მინიმალისტური პროგრამა თავისი არსით ჰგავს „ენერგიის მინიმუმის“ კანონს ფიზიკაში. ნაწილაკები და ორგანული მაკროსტრუქტურებიც ლაგდებიან და იქცევიან ისე, რომ ენერგიის დანახარჯი გარკვეული კონსტრუქციის მისაღებად იყოს მინიმალური. ავიღოთ ნებისმიერი ბიოლოგიური სტრუქტურა, მაგალითად, პლაზმური მემბრანა. მისი მოზაიკური აგებულება, როცა ჰიდროფილური ნაწილები გარეთ არის, ხოლო ჰიდროფობური -„შიგნით“,ეს განპირობებულია ენერგიის მინიმუმის კანონით. საიმისოდ, რომ პლაზმური მემბრანის სტრუქტურა იყოს შებრუნებული, დამატებითი ენერგიის დახარჯვა იქნებოდა საჭირო. ამ პარალელის მიუხედავად „მინიმალურ“ თანდაყოლილ გრამატიკას მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს;
- ჩომსკის მინიმალისტური პროგრამა არ არის ემპირიული.
- უნივერსალური გრამატიკის ბიოლოგიური საფუძველი უცნობია.
- უნივერსალური გრამატიკის გენეტიკური საფუძველი შეუსწავლელია.
- არ არსებობს მტკიცებულება, რომ მინიმალისტური პროგრამა, ენერგიის მინიმუმისგან განსხვავებით, გამოწვეულია ბუნების კანონების მიერ დაწესებული შეზღუდვებით.
მეოცე საუკუნის ბოლოს დევიდ ჯონსონმა და შალომ ლაპინმა მკაცრად გააკრიტიკეს ჩომსკის მოსაზრებები. ისიც კი თქვეს, რომ მინიმალისტური პროგრამა და უნივერსალური გრამატიკა არ არის გამცდარებადი, რის შემდეგაც ლინგვისტები, ფსიქოლოგები, ნეირომეცნიერები ორ ბანაკად გაიყვნენ და დღემდე ერთმანეთის ხედვებს აკრიტიკებენ.
გამოჩენილი ინტელექტუალები სტივენ პინკერი და დენიელ დენეტი ჩომსკის ვარაუდებს მხარს უჭერენ, მაგრამ, ჩომსკისგან განსხვავებით, მიაჩნიათ, რომ სინტაქსი განვითარდა მკაცრად ბუნებრივი გადარჩევის საფუძველზე, რასაც ჩომსკი სკეპტიკურად უყურებს.
დენეტის 1995 წელს გამოშვებულ წიგნში „დარვინის საშიში იდეა“ (ინგ. Darwin’s Dangerous Idea) ამ თემას ცალკე თავიც კი ეძღვნება -„Chomsky contra Darwin“, რომელშიც დენეტი ჩომსკის „ანტიდარვინობაში“ ადანაშაულებს. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ეს კრიტიკა გამართლებული არ არის, რადგან ჩომსკის ბევრჯერ უთქვამს, რომ იგი არ უარყოფს ევოლუციას, უბრალოდ, სკეპტიკურად უყურებს ბუნებრივი გადარჩევის შედეგად წარმოქმნილი გრამატიკის იდეას. სკეპტიციზმი გამართლებული მგონია, რადგან სხვა ფიზიკური ნიშან-თვისებებისგან განსხვავებით, რომელთა რეალიზებაც სავარაუდოდ ბუნებრივი გადარჩევით მოხდა (ადამიანების ბიპედალიზმი, სქესობრივი გამრავლება და ა.შ.), არ არსებობს არგუმენტირებული ვარაუდი იმისა, თუ რატომ დამკვიდრდა მაინცდამაინც ამ და არა სხვა ტიპის გრამატიკული უნივერსალები.
ჩომსკი მიიჩნევს რომ ადამიანში კოგნიტიური შესაძლებლობების და მეტყველების გაჩენა დაკავშირებული უნდა იყოს რაიმე მაკრო-მუტაციასთან. ამ ვარაუდს ჩომსკი ბევრს არაფერს უმატებს, რადგან მიიჩნევს რომ სანამ ხელმოსაჭიდი ემპირიული/ექსპერიმენტული მონაცემები არ გამოჩნდება, ენის წარმოშობის საკითხზე დავა არა-მეცნიერულია.
ზოგადად მეტყველების ევოლუციურ ჭრილში განხილვა რთულია, რადგან მკაცრი, სისტემური გრამატიკული წესები დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანებისთვის. პრიმატებში შეინიშნება გარკვეული ტიპის კომუნიკაცია: შეძახილები, მინიშნებები და ა.შ. ის კი არა, სკინერის მეთოდით („სტიმული-პასუხი“) ეს ცხოველები მუნჯურ ენასაც კი სწავლობენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მათ კომუნიკაციას არ აქვს სინტაქსი ან გრამატიკა.
იმისთვის რომ ამოვხსნათ მეტყველების ამოცანა, აუცილებელია შევისწავლოთ მისი ბიოლოგიური ფუნდამენტი, რადგან არსებული თეორიები მაინც ფილოსოფიაში უფრო გადის, ვიდრე ემპირიულ მეცნიერებაში.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან

კომენტარები