ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

ფრენები ლონდონისა (გეთვიკის აეროპორტი) და პრაღის მიმართულებებით კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მიენიჭა.

ლონდონის მიმართულებით პირდაპირ ფრენას Wizz Air-იც იწყებს.