7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ვიდრე გოგოს მივწერთ
ფოტო: lassedesignen / Shutterstock
ინტროვერტი ბიჭები ორ კატეგორიად ვიყოფით: ისინი, ვისაც რომელიმე მიზოგინური ფეიჯი არ გვაქვს დალაიქებული ფეისბუქზე და არ ვთვლით, რომ ქალი კუხნაში უნდა ეგდოს; და მეორენი, რომლებიც ჩვენი ანტიპოდები არიან. შეიძლება მეტადაც ვიყოფით, მაგრამ ჯანდაბას მაგათი თავი.
ვიდრე ფაზების ჩამოწერას შევუდგები, პრეტენზიული მკითხველის წინაშე პატარა ხარკს გადავიხდი და აღვნიშნავ, რომ პოსტი სრულიად სუბიექტურია და მიზნად განზოგადება არ მაქვს.
მაშ ასე, 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი, არამიზოგინი და ერთობ ჩვეულებრივი ბიჭები გავდივართ, ვიდრე მივწერთ გოგოს, რომელიც მოგვწონს.
I ფაზა: ბჭობა
დრო მიწერამდე: 3 დღე.
სამი დღით ადრე ვიწყებთ რამდენიმე სანდო მეგობართან სრულმასშტაბიან კონსულტაციებს. მთავარი კონსულტანტი ძირითადად ახლო მეგობარი გოგოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაგავაფრენდზონა. ამ ფაზის პირველი ნაწილი დაბრკოლებების ძებნაა. მაგალითად:
- “სინგლია? იქნებ არაა სინგლი? ვინმე ეყოლება. შანსი არაა!”
- “აუ, რა აზრი აქვს რო მივწერო? 5 წელში ამერიკაში მიდის და…”
ასეთი დაბრკოლებების ძებნა და აღმოჩენა იმისთვის გჭირდება, რომ საბოლოო ჯამში არ მივწეროთ, მაგრამ თან, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ გვინდა, იმას უნდა დაბრალდეს ყველაფერი. თუმცა, ახლო მეგობარი, რომელიც ამავდროულად ჩვენი მემატიანეცაა და კარგად გვიცნობს, გვაჯანჯღარებს, გვილაწუნებს და ყველა ასეთ ვერსიას, საკმაოდ წონიან არგუმენტს უხვედრებს.
ფოტო: ashIG88 / imgur
ბჭობის ფაზის მეორე ნაწილის დროს, ვასრულებთ მეგობრის მოცემულ დავალებებს.
“დაულაიქე რაღაცები” - ყოველი დალაიქების მერე ამ მეგობარს ანგარიშს ვაბარებთ. რასაც დაახლოებით 5-6 “აი, ის დავულაიქე” მესიჯის მერე ამ მეგობრის კივილი მოჰყვება! “ვაიმე! მე ნუ მწერ, იმას მიწერე, იმას!” და ა.შ. :(
ფოტო: CoffeeBreakWithVelociraptors / imgur
შემდეგ უკვე მიდის განხილვა, თუ რა უნდა მივწეროთ:
- რამე ლინკი, თემაზე რომელზეც რაღაცა დააშეარა?
- რამეს რო დაასტატუსებს მაგის პასუხად კომენტარის ნაცვლად პიემში მივწეროთ? - ამაზე ჩემი ყველა მეგობარი თანხმდება, რომ ძალიან ბანძი ნაბიჯია.
- პირდაპირ კომპლიმენტი? - ამას უმეტეს შემთხვევაში თვითონაც ვხვდებით, რომ ბანძობაა და არ ვწერთ.
ფოტო: collegeguythatdoesntdrink / imgur
აქ უამრავი ვერსია იდება, რომლეთა უმეტესობაც ძალიან ცუდია და ჩვენი ზემოთხსენებული მეგობარი სასტიკად აკრიტიკებს, თუმცა, ბოლოს ყოველთვის ამბობს: “რავი, ჩემთვის რო ეგ მოეწერათ, არ მომეწონებოდა და ის კიდე რა ვიცი, რა ტიპია”.
ფოტო: reecetardboy / imgur
II ფაზა: თავის გამოჩენა
დრო მიწერამდე: 2 დღე
მეგობრის რჩევით, ვალაიქებთ რაღაცებს. მის რადარზე და კოგნიტურ ბაზაში უნდა დავფიქსრიდეთ, მან უნდა შეიტყოს ჩვენი არსებობის შესახებ. მაგრამ, ვიღაც ხამი რომ ჩამოუვლის და 300 ფოტოს დაულაიქებს ნახევარ საათში, მასე არა. “დასტოინად”, ყოველი მეხუთე სტატუსი.
ფოტო: HedonicTormentor / imgur
საღამოს, 2-3 საათიანი პაუზის შემდეგ, პროფილის ის ფოტოც უნდა დავულაიქოთ, რომელიც ასე, 3-4 თვის წინ ეყენა.
როგორც ჩემი მეგობარი ექსპერტები აღნიშნავენ, ამით მკვეთრად ვაფიქსირებთ ჩვენს ინტერესს, მაგრამ არ ვაფრთხობთ, როგორც მაგალითად ვიღაც შიზოიდი, რომელმაც ზღვაზე გადაღებული ფოტო ღამის 4-ზე დაულაიქა.
აქა-იქ შეიძლება დავაკომენტოთ კიდეც. რამე კარგი ხუმრობა. ან საშუალო. ან რამე გიფი, ან სულაც მუსიკა. მთავარია, იმ ტიპებს არ დავემსგავსოთ, ტიტლიკანები რომ დატანტალებენ ერთდროულად 20 მდედრის სტატუსზე.
ფოტო: Bamtast1c / imgur
ცხადია, ამ დროს ჩვენი ყოველი ნაბიჯი იცის ჩვენმა ექსპერტ-მეგობარმა, რომელიც უბრალოდ გვseenავს და ვიდრე რამე ღირებულს არ გავაკეთებთ აღარ გვეკონტაქტება.
III ფაზა: განტვირთვა
დრო მიწერამდე: 1 დღე
მთელი დღის განმავლობაში ვბლოკავთ მას ჩვენი ტვინიდან. საერთოდ არ ვფიქრობთ მასზე. საჭიროა ძალების აღდგენა, ამდენ ლაიქს და კომენტს ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი მიაქვს.
ფოტო: legalyblind / Reddit
ცხადია, განტვირთვაშიც ჩვეულებრივი ინტროვერტული აქტივობები იგულისხმება.
მაგალითად:
- სახლში ჯდომა და სერიალის ყურება
- რომელიმე სტრატეგიის ან შუთერის თამაში
- ფეისბუქის უაზროდ სქროლვა
- ევერესტზე ასვლა
- ჩამოსვლა
- ფიქრი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ამ კარგ ამინდში გაგვესეირნა
- youtube-ზე უაზრო რაოდენობის ვიდეოების ყურება
- ვიკიპედიაზე სან-მარინოს ეროვნული გმირების ბიოგრაფიების კითხვა
- IMDB-ზე 300 ფილმის ვოჩლისტში ჩანიშვნა - რომელსაც არასოდეს ვუყურებთ.
ფოტო: sheuron / imgur
ამ დროს ტვინი და ემოციები ლაგდებიან და მზად არიან დიდი დღისთვის, რომელიც მალე დადგება. საღამოს მის თაიმლაინზე შევირბენთ და ვამოწმებთ რა დაწერა და გააზიარა სანამ ჩვენ ემო-შვებულება გვქონდა, ყველაზე კარგ პოსტს, ისე, სხვათა შორის ვალაიქებთ და გავდივართ. ოღონდ, ცხადია იმ გოგომ არ იცის, რომ სხვათა შორის დავალაიქეთ, მაგრამ მაგ დროს ზუსტად სასხვათაშორისე გამომეტყველება გვაქვს სახეზე - მთავარია, ჩვენ ვიცით -.-
ფოტო: PMC101 / imgur
IV ფაზა: თავდაჯერებულობის ამაღლება
დრო მიწერამდე: 10-8 საათი
გაღვიძებისთანავე მუცელში პეპლები გვყავს, ოღონდ ეს სხვა პეპლებია, აი, რამე ატრაქციონზე, ნავებზე ან როლერკოსტერზე ჯდომისას რომ გეღუტუნება მუცელში, ეგეთი. ექსტრიმის განცდა.
ამ დროს გვახასიათებს ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის სუნთქვა და საკუთარ თავთან მეორე პირში ლაპარაკი. სჭარბობს ფრაზები:
- “კაი, შეჩემა!”
- “რა გჭირს, რა იყო!”
- “ნუ მაშინ ნუ მიწერ, ძმაო!”
- “ნუ აი, ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?”
- “მშვიდად! პანიკის გარეშე!”
- “დამიჯერე, რომ გეუბნები!”
ფოტო: wonderwallboy / imgur
ამ ფაზაში, როგორც წესი, ჩვენი თავდაჯერებული ნაწილი იმარჯვებს. მაგას რა ენაღვლება, სადღაც, ჩვენი ტვინების ბნელ კუნჭულებშია ჩამალული და იქიდან, რა თქმა უნდა, დიდი გული ექნება. მაგრამ, როგორღაც ახერხებს, რომ მისთვის უცხო გარესამყაროში გამოვიდეს ხოლმე და გამოცდილი გენერალივით დაქოქოს უწრვერულვაშო ჯარისკაცი.
ფოტო: iDontKnowWhatImTalkingAbout / imgur
მერე მიდის მინი ვარჯიშები, კისრის აქეთ-იქით გრეხვა, ხელების ქნევა ზემოთ-ქვემოთ, წელის ტრიალი და კვლავ ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის ამოსუნთქვები.
V ფაზა: ობიექტის გადამოწმება
დრო მიწერამდე: 7-5 საათი
ეს ფაზა კვლავ პასუხისმგებლობის აცილებასა და ობიექტზე გადაბრალებას ემსახურება. შევდივართ მის თაიმლაინზე და ვნახულობთ. რამე ნაკლი ხომ არ აქვს:
- “ტონი მონტანას ფოტო ხო არ აქვს დაშეარებული წარწერით: ასეთი დასტოინი ბიჭები მომწონს!”
- “ფაშისტი ხომ არაა?”
- “ბარაქის ხე ხომ არ აქვს გადაშეარებული?”
- “პრინცესობა ხო არ უნდა?”
ფოტო: 20pras4 / imgur
მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ასეთი არაფერი სჭირს და სულაც ნორმალური და კარგი გოგოა - რადგან დამეთანხმეთ და, ნაკლი ყველას აქვს, ყველა უბერავს თავის პონტში - იარაღს ვყრით და ვეგუებით ბედს, რომ უნდა მივწეროთ და საამისოდ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
VI ფაზა: განწყობის შექმნა
დრო მიწერამდე: 4-2 საათი
ეს ფაზა ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროს ვუყურებთ ფრაგმენტებს საყვარელი ფილმებიდან, მაგალითად:
- ლეონიდასის და ქსერქსეს შეხვედრას
- Goodfellas-ში დე ნირო რომ ჯო პეშის გადახედავს და ანიშნებს ეს მასტი უნდა მოვკლათო
- Six feet under-ის ბოლო 5 წუთს
- როსის და რეიჩელის სიყვარულის გარკვევის მომენტს
- მაკონაჰისა და დი კაპრიოს სცენას Wolf of wall street-იდან
- პალაპატინისა და ანაკინ სქაივოქერის დიალოგს Star Wars-იდან
- გენდალფის ჩამორბენას როჰანის კლდეებიდან
- დაენერისის Dracarys-ს GOT-იდან
- Nemsis მონოლოგს დიდი კუშიდან
და ვუსმენთ რამე დებილურ მუსიკას, მაგალითად გიხაროდენს.
ფოტო: notmyrealface / imgur
VII ფაზა: მოთელვა
დრო მიწერამდე: 1 საათი - 3 წუთი
ამ დროს ექსტრიმის პეპლები საოცარი სიმძლავრითა და სისწრაფით მოქმედებენ. კისრამდე ამოდიან, უკან ჩადიან და თვალებიდან სისხლი გვდის.
ფოტო: ProverbialNoose / imgur
ვდგებით კომპიუტერიდან, ვიწყებთ ბოლთის ცემას, ვეწევით ბევრ სიგარეტს, ვსვამთ აურაცხელი რაოდენობის ჩაის და ყავას, ვხტუნავთ, ვვარჯიშობთ, ჰუ-ჰუ-ჰუურად ვსუნთქავთ, ვფრუტუნებთ და ტვინის ბნელ კუნჭულებში ჩაძინებულ თვადაჯერებულ ალტერ-ეგოს ვუხმობთ, რომელიც ზლაზვნით მოდის იქიდან და მიწერამდე ან მოაღწევს ან ვერა.
ფოტო: imgur
ბოლოს ღრმად ამოვისუნთქავთ და ნაძალადევად ვარწმუნებთ თავს, რომ მზად ვართ!
მიწერა:
ბოლო ფაზის გასვლის შემდეგ სრულად გვეკვეთება სასო, ანუ სასოწარკვეთილები ვხდებით და ბედს ვეგუებით, რომ უნდა მივწეროთ, სხვანაირად არ გამოდის, ის პეპლები უკვე ეგვიპტეს რომ შეესიენ იმ კალიებად იქცნენ, ჩვენი ტაილერ დერდენი არსად ჩანს, ენერგია და ნერვი აღარ გვაქვს შერჩენილი და
ვხსნით ჩეთის ფანჯარას,
ფოტო: TheAntidote / imgur
და ვწერთ
ჰეი
შემდეგ პოსტში კი მოგიყვებით, იმ ფაზების შესახებ, რომელსაც მიწერიდან პასუხის მიღებამდე გავდივართ.
გოგოების პასუხი ბიჭებს: 7 ფაზა, რომელსაც გოგოები გადიან, ვიდრე ჩვენ მივწერთ.
მეორე ნაწილი: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ჰეის მიწერიდან Seen-ამდე
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა

კომენტარები