კუპრავას თქმით, უბანზე მარკირების მოშორებაზე ავარჯიშებენ — რას პასუხობს ცესკო
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ზვიად კუპრავას განცხადებით, უბნებზე მარკირების მოშორებაში ავარჯიშებენ. აღნიშნულზე მან საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე ისაუბრა, სადაც დღეს დაპირისპირება და ხმაური იყო.
უბნებზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. მათ შეაფასეს ადგილზე გაჟღერებული განცხადებები მარკირებს სითხის ვადების დარღევით მიიტანსთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად.
"ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრის დღისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები და ა.შ. ამ თემით მანიპულირება კი ჩართული მხარეებისგან წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ ხელისშეშლას და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას", — აცხადებენ ცესკოში.
მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, ადგილზე მისულმა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კუპრავას უთხრა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ინვენტარი, მათ შორის მარკირების სითხეც, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, საჭირო რაოდენობით იყო მიტანილი მან "შეურაცხმყოფელი განცხადებები" გააგრძელა, რის გამოც, ოლქის თავმჯდომარეს პოლიციის გამოძახება "მოუხდა".
"ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ოლქის თავმჯდომარეს ასევე უწოდებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს და გაურკვეველი მიზეზების გამო საპატრულო პოლიციას სთხოვდნენ მარკირების სითხის ამოღებას", — აცხადებენ ცესკოში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები