ავსტრალიელმა ველოსიპედისტმა 150 კმ გაიარა და GPS-ით ნირვანას ალბომის ყდა დახატა
ამერიკული როკ-ჯგუფ ნირვანას ცნობილი ალბომის, Nevermind-ის გარეკანი ამჯერად არა ყდაზე გამოსახულმა ბავშვმა, არამედ ავსტრალიელმა ველოსიპედისტმა პიტ სტოუკსმა გააცოცხლა. ამისათვის მან ავსტრალიის ქალაქ ადელაიდას ირგვლივ დაახლოებით 150 კმ გაიარა.
ალბომის დასახატად პიტმა GPS-ით მომუშავე აპლიკაცია Strava გამოიყენა. ეს 45 წლის ველოსიპედისტის პირველი ნამუშევარი არაა. მას GPS-ით აქამდე ბეთჰოვენი, დრაკონი, დინოზავრი, მელიაც დაუხატავს.
ბავშვის დახატვას დაახლოებით 8 საათი დასჭირდა, შესვენებების ჩათვლით. პიტმა პატარა მოგზაურობა ნირვანას ცნობილი ალბომის 30 წლის იუბილეს მიუძღვნა
"როცა ეს ალბომი გამოვიდა, სკოლაში ვსწავლობდი. დაახლოებით 14 წლის ვიყავი და სწორედ ამ დროს გიყალიბდება მუსიკისადმი სიყვარული", — ამბობს პიტ სტოუკსი.
აღსანიშნავია, რომ ალბომის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნირვანა მის გამოცემაც ხელახლა აპირებს. ალბომს იგივე გარეკანი ექნება მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ჯგუფს ყდაზე გამოსახულმა ბავშვმა უჩივლა.
30 წლის სპენსერ ელდენი ალბომის გარეკანზე შიშველია გამოსახული. ის ჯგუფსა და ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებულ პირებს პორნოგრაფიის შემცველი მასალის ფლობაში, გავრცელებასა და კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ელდენი 17 მოპასუხისგან სათითაოდ $150 000-ის გადახდას ან სასამართლოს მიერ გამოთვლილი და დადგენილი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ელდენმა ალბომის 25 წლის იუბილე ცნობილი ფოტოს გაცოცხლებით აღნიშნა. ამის შემდეგ კი ჯგუფის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის გამო ელდენი საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები