მდინარაძის აზრით, ჰარცელის განცხადება მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე არაობიექტური იყო
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გავრცელებული განცხადება მელიასა და კობახიძის დაპირისპირებაზე, არაობიექტურია. ამის შესახებ მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"არ ვიცი, რამდენ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს ობიექტური განცხადებაა. ვინც არ უნდა იყოს განცხადების ავტორი, ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად თუნდაც კონკრეტული ადამიანის მიმართ, ასევე, განსაკუთრებით, ევროკავშირის მიმართ, მის წარმომადგენელზეა საუბარი, განცხადება უნდა იყოს ობიექტური და თუ ეს ობიექტური არ იქნება, ჩვენ ამას აუცილებლად აღვნიშნავთ. ამ შემთხვევაში მისი ეს განცხადება იყო არაობიექტური", — განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ ჰარცელის განცხადების არაობიექტურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან არაფერი თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიერ წამოწყებულ "პროვოკაციაზე".
"მას გამორჩა ეთქვა მთავარი, რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია, ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ, თავმჯდომარის მხრიდან მეორე, ამ შემთხვევაში, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ. როდესაც ეს გამოგრჩება, ბრჭყალებში, ან მის გარეშე, ასეთი განცხადება იმ მოვლენების აღსანიშნავად არ არის ობიექტური", — თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა.
ევოკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, 23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირების შესახებ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ წუხს ამ ფაქტის გამო. მისი თქმით, მისასალმებელია კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდა.
გუშინ 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები