ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს პალმის რტოები მიუტანეს. აქცია-პერფორმანსზე ჰელიუმის ბუშტებითა და რტოებით მისული აქტვისიტები რიჟვაძის დაანონსებულ პალმის მსგავს ხელოვნურ კუნძულს გამოეხმაურნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარაში არც ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი არ განხორციელებულა და არც ამის შესრულების მოლოდინი აქვთ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში აშენდება ახალი ხელოვნური კუნძული. რიჟვაძე ამბობს, რომ საინვესტიციო ჯგუფთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.