შანაი ბრუკის საქმეზე დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლით წარედგინა
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლით წარედგინა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.
ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი — დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა", — აცხადებენ პროკურატურაში.
რაფაელ მურსაკულობს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის გ და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტებით წარედგინა. ამ მუხლებით განსაზღვრული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შანაე ბრუკის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
მიმდინარე წლის 31 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგობრები თბილისში ავტრალიის მოქალაქეს, შანაი ბრუკს ეძებდნენ. ისინი Facebook-ზე წერდნენ, რომ ქალი 30 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუკის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისას ითხოვდა. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში შანაე ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს
გადახედვა
-
ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი
გადახედვა
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
კომენტარები