საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება. ბელარუსის გარდა ცესკოს მიერ 24 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

  1. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES);
  2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR);
  3. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
  4. თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
  5. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI);
  6. იტალიის საელჩო თბილისში;
  7. მოლდოვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  8. უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი;
  9. ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  10. ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო;
  11. საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო;
  12. უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
  13. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  14. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  15. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI);
  16. ლიეტუვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  17. რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია;
  18. საერთაშორისო დემოკრატია;
  19. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR);
  20. არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENEMO);
  21. მალდივის საარჩევნო კომისია;
  22. ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  23. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  24. იაპონიის საელჩო საქართველოში.

2020 წლის აგვისტოში ბელარუსში გამართული არჩევნების შედეგებს აშშ და ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ. ისინი ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, 9 აგვისტოს დაიწყო. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნების ეს შედეგები არ ცნო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა.

საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.

ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან, 26 წელია მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში მან ლეგიტიმურობა დაკარგა, ის, ჯერჯერობით, არსად წასვლას აპირებს.