სპეცოპერაციები, გავრილოვის ღამე — ღარიბაშვილმა ჩამოთვალა, რა იყო ინსტიტუტის "დანგრევა და დაკნინება" გახარიას დროს
მოქმედმა პრემიერმინისტრმა ჩამოთვალა, რა იყო ინსტიტუტების "დანგრევა და დაკნინება" ყოფილი პრემიერმინისტრის დროს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წაიკითხა გიორგი გახარიას კომენტარი, სადაც ის "საუბრობს გულდაწყვეტით ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე და რაღაცაზე". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ინსტიტუტების დანგრევა და დაკნინება იყო გახარიას გადადგომა, "როცა პრემიერმინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე.
"პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას", — დასძინა მან.
ღარიბაშვილმა გახარიას კიდევ სამი საქმე ჩამოთვალა, რომლებიც, მისი აზრით, "ინსტიტუტების დარბევა და დაკნინება" იყო.
"ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყოს ის, როცა მან ჩაიყვანა სპეცნაზი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით, კაცი არ დაუსჯია მას.
ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყოს ის, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და... კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს არაერთგზის პოლიციელებს და გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ., აღარ გავაგრძელებ.
ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმილ ოპერაციას, მე ვგულისხმობ გავრილოვის ღამეს ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვანა სპეცნაზი პარლამენტის გარეთ, მაშინ როცა შიგნით უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა სამი საათის განმავლობაში, ამას აყურებინა მთელს ქვეყანას, როგორ სცემდნენ აგრესიული ნაცმოძრაობის წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცნაზელებს, ეს არის სირცხვილი და ეს არის ინსტიტუტის დანგრევა", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა უპასუხა გახარიას ვარაუდსაც, რომ არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება დაიშლება.
"თქვენ ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ", — თქვა მან.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გახარიას სახელი უკვე დაარქვა ყველამ და მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარემ. ჟურნალისტების კითხვას, რომელ სახელს გულისხმობს, "ბოლს" თუ "მაზაკვალს", ის ასე პასუხობს.
"უფრო მეტიც, უფრო მძიმე. აღარ მინდა გავიმეორო, იცით თქვენ. ღალატია ის, რაც ჩაიდინა მან".
ამასთან, ღარიბაშვილმა გაიმეორა პარტიის მესიჯბოქსი, რომ გახარია, რომელიც გადადგა, რათა არ დაეკავებინათ მელია, ახლა იბრძვის იმისთვის, რომ მელია მეორე ტურში გადაიყვანოს.
"აი, ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა მან", — დასძინა ღარიბაშვილმა.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები