ტექნოლოგიები და ბავშვები — 4 ფრაზა, რომელიც მშობელმა შვილს არ უნდა უთხრას
ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვის აღზრდას ხშირად აფასებენ მშობლების უდიდეს გამოწვევად. ბევრი მშობელი წუხს, რომ თავისი შვილი მეტისმეტად დიდ დროს ატარებს ეკრანის წინ, თუმცა, ამ წუხილს სხვადასხვანაირად გამოხატავენ. ცხადია, ყველა ბავშვი დანარჩენებისგან განსხვავებულია და არ არსებობს უნივერსალური მიდგომა. თუმცა, არსებობს ფრაზები, რომლებიც შენიშვნის მისაცემად არ გამოდგება.
რიჩარდ კულატა განათლების სფეროში ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო საზოგადოების (ISTE) ხელმძღვანელი და ბავშვებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობაზე წიგნის ავტორია. მისი თქმით, მშობლების დამოკიდებულება და ის, თუ როგორ ესაუბრებიან თავიანთ შვილებს ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ბავშვების განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ, რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგად მან აღმოაჩინა, რა გავრცელებულ ფრაზებზე ამბობენ უარს წარმატებული მშობლები და რას იყენებენ მათ ნაცვლად.
1. "ტელეფონზე დამოკიდებული ხარ"
ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, რომელსაც ბევრი მშობელი იყენებს, თუმცა, ვერ იაზრებს, როგორ აღიქვამს ბავშვი მას.
უმეტეს შემთხვევაში ტელეფონი კი არაა დამოკიდებულების გამომწვევი, არამედ კონკრეტული აპლიკაცია ან ვებსაიტი, რომელიც, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში არაჯანსაღ ურთიერთობაში გადაიზრდება ხოლმე.
ნაცვლად ამ დამაბნეველი ფრაზის თქმისა, შეგიძლიათ, ნათქვამში უფრო კონკრეტულ პრობლემაზე გაამახვილოთ ყურადღება. დარდობთ იმაზე, რომ თქვენი შვილი ფიზიკური სივრცის საჭირო აქტივობებში არ მონაწილეობს?
ამ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ გაჯეტთან გატარებულ დროზე კონცენტრირდეთ, ფრაზა აზრის უცვლელად გადაასხვაფერეთ:
"მგონი, დღეს არ წაგივარჯიშია";
"მგონი, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენთან [ოჯახთან] დრო არ გაგიტარებია. მოდი, ასე მოვიქცეთ, რათა შენი დღის რეჟიმი მოვაწესრიგოთ".
2. "ამ თამაშს უკვე ძალიან დიდი ხანია, თამაშობ"
ეს ფრაზაც ცალკეულ ციფრულ აქტივობაზე დახარჯულ დროზე კონცენტრირდება. პრობლემა კი ისაა, რომ მასში არ იკვეთება, რა შავდება ამით.
ამგვარად მათ ისიც კი შეიძლება იფიქრონ, რომ თუკი კომპიუტერზე თამაშის ნაცვლად კომპიუტერშივე უყურებენ ფილმს ამავე დროის განმავლობაში, არაფერს იტყვით.
თუკი თქვენი წუხილის საფუძველი სწორედ თამაშია და ფიქრობთ, რომ ის სხვა ციფრულ აქტივობებზე ნაკლებად ღირებულია, სჯობს, ამაზე აქცენტი ნათქვამშიც დასვათ.
"იმის გათვალისწინებით, რომ სულ ერთი და იგივე მეორდება, მგონი, ამ თამაშს იმაზე მეტ ყურადღებას უთმობ, ვიდრე იმსახურებს".
ასეთი ფრაზა იმაზე საუბრის საფუძველიც შეიძლება გახდეს, თუ რამდენად ღირებულია გაჯეტში დაინსტალირებული აპლიკაციები და მათთვის დათმობილი დროისა და ყურადღების სანაცვლოდ რა სარგებელს იღებს მომხმარებელი, ამ შემთხვევაში, ბავშვი. საუბრის ნაწილი შესაძლებელია ბავშვისთვის იმის კითხვაც იყოს, თუ სხვა რას გააკეთებდა იმ დროში, რაც თამაშს დაუთმო.
3. "მთელი დღე კომპიუტერს ნუ უზიხარ"
ეს კი წინა ორზე ბევრად დამაბნეველი ფრაზაა, მით უმეტეს, თუ მიზნად სხვა აქტივობის შეთავაზებას ისახავს. ეს აქტივობა კი, არცთუ იშვიათად, წიგნის წაკითხვაა.
კითხვა, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, თუმცა, ზემოხსენებულ ფრაზაში აქცენტი ჯდომაზეც დაისვა, ამიტომ, თუკი ბავშვისთვის იმის მინიშნება გინდათ, რომ უფრო აქტიური ცხოვრებით უნდა დაკავდეს, მსგავსი ორაზროვანი დატვირთვის მქონე ნათქვამი არ გამოდგება.
ამდენად, საჭიროა, ფრაზაში თქვენ მიერ ყურადღებაგამახვილებული საკითხი ნათლად გამოიკვეთოს: ან ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომის შემდეგ ცოტა წავარჯიშებაა საჭირო, ან ის, რომ ეკრანის წინ გატარებული დროის შემდეგ ცოტა ხნით გაჯეტის ან კომპიუტერის გამორთვა სჯობს.
4. "ხალხს რეალობაში უნდა ეურთიერთო"
იმის თქმა, რომ "ხალხთან მეტი დრო უნდა გაატაროს", კვლავაც დამაბნეველი განაცხადია ბავშვისთვის, რომელსაც ხშირად ონლაინსივრცეში უფრო მეტ ადამიანთან აქვს ურთიერთობა, ვიდრე ოფლაინში.
ვირტუალური სამყაროს ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ საშუალებას გვაძლევს, უფრო მრავალფეროვან ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა, ვიდრე ფიზიკურ სივრცეში.
შესაფერისი სიტყვების მოსაძებნად კი კვლავაც პრობლემის საფუძველი უნდა გამოვკვეთოთ.
ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, ბავშვს უთხრათ:
"შენს ოჯახსაც უნდა შენთან დროის გატარება";
"მეგობრებთან პირისპირ კონტაქტიც კარგია" (ცხადია, არა პანდემიის პერიოდში).
ორივე შემთხვევაში აქცენტი ისმება იმაზე, რომ ადამიანებთან პირისპირ კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ეს საჭიროა იმ აუცილებელი სოციალური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, რომლებიც მომავალში პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში დიდად გამოსადეგი იქნება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები