თალიბები ფიზიკურად უსწორდებიან მათ, ვინც ქვეყნის დატოვებას ცდილობს
საერთაშორისო მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თალიბები ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. როგორც The Guardian წერს, ეს თალიბების შექმნილი საგუშაგოების გავლისას ხდება, რაც ძირს უთხრის მათ მიერ გაცემულ პირობას "უსაფრთხო გადასასვლელის" შესახებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქაბულის აეროპორტამდე მისვლა სურს.
გამოცემის ინფორმაციით, 18 აგვისტოს ავღანელი თარჯიმანი, რომელიც ავსტრალიელ სამხედროებთან მუშაობდა, ფეხში დაჭრეს მას შემდეგ, რაც მან გამშვები პუნქტი გაიარა საევაკუაციო თვითმფრინავის ბორტზე ასასვლელად.
Fox News-ისა და Los Angeles Times-ის გავრცელებულ ვიდეოკადრებში კი ჩანს, რომ თალიბანის მებრძოლები ფიზიკურად ძალადობენ პირზე, რომელიც მანქანაში ზის. არსებული ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც ქაბულის აეროპორტში დაშავებულების მდგომარეობას ასახავს. აეროპორტში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა.
აღსანიშნია, რომ "უსაფრთხო გადასვლის" დაპირების პარალელურად, თალიბანმა პირველ პრესკონფერენციაზე მთელი რიგი გარანტიები გასცა, რომ მოწინააღმდეგეებზე "შურისძიებას" არ აპირებენ და მათ "არავინ დაუკაკუნებთ კარზე". თუმცა ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ქაბულში საპირისპირო სიტუაციაა.
თალიბანმა 15-16 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ. თუმცა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე ქვეყანაში რჩება. მათ შორის არის ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომელიც მოსახლეობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ავღანელების ნაწილი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში ქაბულის აეროპორტში ქაოსი და დაძაბულობა იყო. არსებული ინფორმაციით, თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივებს და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. თალიბები აცხადებენ, რომ ქვეყნის მართვას შარიათის კანონებით აპირებენ, რაც ნიშნვს, რომ ქალებს შეზღუდული უფლებები ექნებათ.
ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი, ჩინეთი და ირანია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები