ღარიბაშვილი შინდისის გმირებზე საუბრის დროსაც კი სააკაშვილს ლანძღავს
შინდისის ტრაგედიის მე-13 წლისთავზე, 17 ქართველი ჯარისკაცის გმირულად დაღუპვაზე საუბრისას, საქართველოს მოქმედი პრემიერი ისევ მაშინდელ პრეზიდენტზე საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილმა "ლაჩრობის და სიმხდალის ბოლო მაგალითი" აჩვენა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა წალკაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა.
ღარიბაშვილმა გამოსვლა შინდისის გმირების გახსენებით დაიწყო და წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გმირების ხსოვნას. შემდეგ კი დიდი დრო დაუთმო პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვას.
"ერთი მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ვაჩვენეთ, აჩვენეს ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ყველაზე, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში — რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნის, შენი ხალხისთვის. და ამ დროს ჩვენდა სამარცხვინოდ, მართლაც ტრაგედია და სირცხვილია ჩვენი ყველასი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმდროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა, ბრჭყალებში მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი, ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი, მაგრამ ეს იყო რეალობა, ჩემო ძმებო და ჩემო დებო და ჩემო მეგობრებო. რეალობა იმისა, რომ ასეთი ადამიანი, მხდალი, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას. შემთხვევით არაფერი არ ხდება, სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ 20% ჩვენი ტერიტორიების", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ომის დროს რუსეთის ჯარი აღარ იდგა საქართველოში და ეს ჯარი სააკაშვილმა დააბრუნა. თუმცა, მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ რუსი სამხედროები, სამშვიდობოების ეგიდით, აფზახეთშიც იყვნენ და ცხინვალის რეგიონშიც და მოვალეობის შესრულების ნაცვლად, ღიად მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
"2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფმა, ჯარმა დატოვა ჩვენი ტერიტორია, ასეთი უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თუ არ ვიცი, რა შეიძლება, ამას დავარქვათ, ღალატის შედეგად, ასეთ უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ საკუთარ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს საქართველოში, ეს რა თქმა უნდა, არის ქვეყნის ღალატი. ჩვენი ქვეყნის ღალატი და მაშინ, როდესაც თავი უნდა გასწირო, აჩვენო თავდადების და ერთგულების მაგალითი, როგორც ლიდერმა, გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის ბოლო მაგალითი და მიწაზე განრთხმული იმდროინდელი პრეზიდეტის სურათი აჭრელდა მთელ მსოფლიოში", — აცხადებს ის.
დღეს 13 წელი შესრულდა შინდისის ტრაგედიიდან, როდესაც 17 ქართველი სამხედრო გმირულად დაიღუპა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო — საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი, უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს მიენიჭა.
აგვისტოს ომის კვირეულში, ქართული ოცნების საარჩენო კამპანიისას ღარიბაშვილი ხშირად საუბრობს სააკაშვილზე და მას მუდმივად ომში დამნაშავერ მხარედ წამოაჩენს. მეტიც, პრემიერმინისტრი იმ სიხშირით არ ლანძღავს და აკრიტიკებს ოკუპანტ ქვეყანას, როგორც ექსპრეზიდენტს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები