ინგლისურად მელაპარაკებოდნენ, რუსულად არა, კატასტროფა! — ლუკაშენკო ქართველ ახალგაზრდებზე
ფოტო: AP
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მედია საზოგადოებასთან 8-საათიანი შეხვედრა გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინის მსგავსად, მისი "თავის ტკივილია". საქართველოზე კითხვა პრორუსმა პოლიტიკოსმა, პარტია ნეიტრალური საქართველოს თავმჯდომარე, ქართულ-რუსული მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელმა ვალერი კვარაცხელიამ დაუსვა.
"საბჭოთა პერიოდში, ბევრჯერ ვიყავი აფხაზეთში, (თუმცა სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ) საქართველოში თბილისის გარდა აფხაზეთში ვიყავი. ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი გოგოები... რუსებს, ბელარუსებსა და უკრაინელებს ყოველთვის შურდათ თქვენი! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე — ეს იყო აყვავებული ოაზისი. ახლახანს ვნახე რა მოხდა იქ. არ ვიტყვი რატომ: კარგი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს, ქართველების მიმართ. არსებობს როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური მიზეზები, მაგრამ დასკვნები ყველაფრისგან უნდა გამოიტანო, სანამ გვიანი არ არის. წითელი ხაზები უკვე გადავლახეთ, მაგრამ ჯერჯერობით კუთხეში არ ვართ. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ. უნდა დავიწყოთ ეკონომიკით, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ამას აქვს აზრი", — თქვა მან.
ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველო "უკვე შორს არის" სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: აქ ახალგაზრდები უფრო ხშირად საუბრობენ ინგლისურად, ვიდრე რუსულად. მან ამის შესახებ უთხრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ამაში დარწმუნდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობდა.
"მან ვიღაც მოიწვია — ისინი რუსულად არ მელაპარაკებოდნენ, საუბრობდნენ ინგლისურად, მე მათ თარჯიმნის საშუალებით ვეურთიერთობოდი. კატასტროფა! მომავალში კიდევ უფრო უარესი იქნება", — თქვა ლუკაშენკომ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ერთმანეთის დაშორებით, ტრადიციულ ბაზრებს კარგავენ. ლუკაშენკომ, აგრეთვე, გაიხსენა, რომ დსთ -ში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობის დროსაც კი მან საქართველოსა და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილს და პეტრო პოროშენკოს სთხოვა ეს ასოციაცია არ დაეტოვებინათ, მაგრამ არ მოუსმინეს.
შეხვედრაზე, რომელიც რვა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბელარუსის პრეზიდენტმა, ასევე, თქვა, რომ ადვილია გასვლა, მაგრამ უკან დაბრუნება, სხვადასხვა მიზეზის გამო, გაცილებით რთულია. მათ შორის მორალური წესრიგის ჩათვლით.
ლუკაშენკო თვლის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დასავლეთში არავინ ელოდება. ის დარწმუნებულია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოების გაერთიანების საფუძველი ეკონომიკა შეიძლება გახდეს.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები