საბერძნეთი ისევ ხანძარს ებრძვის — ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე, არის მსხვერპლიც
მეექვსე დღეა, საბერძნეთი მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. კუნძულ ევიაზე ათასობით მაცხოვრებლის ევაკუირება გახდა აუცილებელი. მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში საბერძნეთის არმია ჩაერთო. New York Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის გაჩენის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს.
ხანძარი სამ აგვისტოს ათენის გარეუბანში, ვარიბობში გაჩნდა და აღმოსავლეთისკენ, მთა პარნიტასკენ გავრცელდა. როდესაც ცეცხლი გაჩნდა, ტემპერატურა 42-44 გრადუსს შორის მერყეობდა. მაღალი ტემპერატურის გამო სახანძრო თვითმფრინავებმა ფრენა ვერ შეძლეს, ზოგიერთს ტექნიკური პრობლემები შეეექმნა, რის შედეგადაც ცეცხლი კიდევ უფრო გავრცელდა.
მიმდებარე ქალაქებმა — კრიონერიმ, კოკინოვრაჩოსმა და აფიდნესმა — ევაკუაციის ბრძანება მიიღეს. ამ დროისთვის კუნძულ ევიაზე 2 000-ზე მეტი მაცხოვრებელი და ტურისტია ევაკუირებული. საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ეხმარება: საფრანგეთი, ეგვიპტე, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, უკრაინა.
6 აგვისტოს ტემპერატურის ვარდნის მიუხედავად, ქარისგან გაჩენილი ხანძარი კიდევ უფრო გავრცელდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში, ჯამში, 56 000 ჰექტარი დაიწვა.
7 აგვისტოს მონაცემებით, ხანძრის შედეგად გარდაცვლილია სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი მეხანძრე. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
რეგიონის სხვადასხვა ნაწილში უკონტროლო ხანძრის გამო, ხელისუფლებამ საავტომობილო გზის ნაწილი კორინთოს, ტრიპოლისა და კალამატას შორის ჩაკეტა.
"ეს არის უიმედო მდგომარეობა. ცეცხლი მიდის იქ, სადაც მას სურს, როდესაც სურს და ვერავინ აჩერებს მას", — განაცხადა დორიდას მერმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოსთან და მთავრობას დახმარებისკენ მოუწოდა.
ამავდროულად, ადგილზე იმყოფებიან ცხოველთა კეთილდღეობის მოხალისეთა გუნდები, რათა შინაური, ქუჩაში მცხოვრები და გარეული ცხოველები გადაარჩინონ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები