აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
რუსული აგრესიის მე-13 წლისთავზე, კრემლის მიერ ომის დაწყების დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზზე, სოფელ გუგუთიანთკარში, მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
კახა კუჭავასთან ერთად დეპუტატებიც, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ალექსანდრე ელისაშვილი, იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივებისგან მოისმინეს მათი პრობელემები და საჭიროებები. პარლამენტის წევრებმა ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.
"დეპუტატების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და თრგუნავს იმ რესურსს, რაც აქაურ მოსახლეობას გააჩნია. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზზე არსებული მწვანე ბაღები არის დემონსტრირება იმის, რომ არსებულ რეალობას არ შევეგუებით და ადგილობრივები ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე არასდროს იტყვიან უარს", — ნათქვამია ინფორმაციაში.
პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით.
„ეს არის საოკუპაციო ხაზი. ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება. რაც აქ ხდება არა მარტო სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ თრგუნავს იმ რესურსს, რაც გააჩნია აქაურ მოსახლეობას", — განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც მშვიდობიანად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით გუგუტიანთკარში და სამწუხარო ილუსტრაციაა იმის, რა შედეგებიც მოაქვს რუსულ ოკუპაციას. ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, გაყოფილი სახლები, ხელოვნურად აღმართული ბარიერები იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოებები ერთმანეთს დაშორდნენ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, ისე როგორც ნებისმიერი ოკუპაცია არის დროებითი", — განაცხადა მან.
დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადაქ, რომ პარტნიორებთან ერთად უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.
მანამდე გეგუთიანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალიაც, იმყოფებოდა, სადაც ის კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდა.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
გაიგეთ მეტი:
- აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა
- კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას — ევროკავშირის წარმომადგენლობა
- ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — აშშ-ს საელჩო
- ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის — კრამონი
- რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას — ლატვია აგვისტოს ომის 13 წლისთავზე
- მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას — ლიეტუვა
- კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას — სლოვენია აგვისტოს ომზე
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები