7 "პრეისტორიული" ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში მოიძებნებოდა
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, ფეხის აწყობაც კი ჭირს. საოჯახო ტექნიკაც მუდმივად ახლდება და ადამიანისთვის ბევრად კომფორტული ხდება, თუმცა დარწმუნებული ვართ, თქვენს სახლში ახლაც მოიძებნება ნივთი, სულ მცირე, წინა საუკუნიდან, რომელიც დღევანდელ მოზარდებს, ალბათ, სასაცილოდაც არ ეყოფათ.
ამ სტატიაში საბჭოთა დროის ან კიდევუ უფრო ძველ 7 საოჯახო ნივთს ნახავთ, რომელიც ოჯახში ყველას გვქონდა.
1. ხელის "მიქსერი"
ამ საოჯახო ნივთისთვის მიქსერის დაძახება უხერხულიც კი არის, უფრო სწორი იქნება, სათქვეფს თუ ვუწოდებთ. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ეს ნივთი ყველა სამზარეულოში მოიძებნებოდა და მისი გამოყენება არცთუ სასიამოვნო იყო. ის, პრაქტიკულად, "2-1-ში" ფუნქციას ასრულებდა, რადგან ბეზეს ამოყვანა და მკლავების გავარჯიშება ერთდროულად შეგვეძლო.
2. ყავის საფქვავი
არც ეს არის სავარჯიშო მოწყობილობა — ყავის საფქვავია, რომელიც საკმაოდ პრაქტიკული ნივთი იყო, თანაც — შესანიშნავ სურნელს აყენებდა. მისი გამოყენება, ძირითადად, ყველას ეზარებოდა, თუმცა აუცილებლად მოიძებნებოდა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ამ საქმეს ხალისით ასრულებდა.
3. წყლის ელექტრონული გასაცხელებელი
ეს ნივთი ბევრისთვის უფრო 90-იანებთან ასოცირდება და მას წყლის გასაცხელებლად არავინ მოიხსენიებდა, ის ყველასთვის "კიპიწელნიკი" იყო და უმეტესად, ცხელი წყლის ერთადერთი წყარო იყო, თუ, რა თქმა უნდა, შუქი ჩამქრალი არ იყო.
4. პრობლემური ტელევიზორი
ეს რელიკვია თუ თქვენც გახსოვთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ მას გვერდებში წამორტყმა ყველაზე უკეთ შველოდა. თუ სახლში საბჭოთა ტელევიზორი გედგა, უბრალოდ წამოწოლილი ვერაფერს უყურებდი. უნდა ამდგარიყავი, რათა არხიდან არხზე გადაგერთო და ხშირად ცემაც არ დაგეშურებინა — აი, ამ პრინციპს ემორჩილებოდა საბჭოთა ტელევიზორი.
5. ჟანგიანი სასწორი
მსგავსი სასწორის ქონა კარგ მხედველობას მოითხოვდა, რადგან ციფრები ძნელად გარჩევადი იყო. ის დიდ წონაზეც არ იყო გათვლილი, 10-15 კილოგრამიანი ლიმიტი ჰქონდა და მსუბუქი ნივთების აწონვისას შეუცვლელი დამხმარე იყო.
6. უშუქობის უთო
ამ უძველესმა ნივთმა 90-იანებშიც კი არ დაკარგა აქტუალურობა, რადგან უშუქობის პერიოდში ტანსაცმელს სხვანაირად ვერ ვაუთოვებდით. ის თავიდან კარგად უნდა გაგეცხელებინა და პერიოდულად კიდევ არაერთხელ შეგეთბო.
7. საბჭოთა ვენტილატორი
ჩვენი სიის ბოლო "ანტიკვარი" საკუთარ თავს ძლივს აგრილებდა, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნებოდა და ზაფხულის ცხელ დღეებში იმის ილუზიას მაინც გვიქმნიდა, რომ ნიავი გვიბერავდა.
ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. აქ საოჯახო ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები