ტიტანიკის ამერიკულ მუზეუმში აისბერგი ჩამოიშალა და 3 ადამიანი დაშავდა
მოულოდნელად ტიტანიკის წყევლა ისევ ამოქმედდა, ოღონდ არა სადღაც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით, არამედ ამერიკის სამხრეთით, ტენესის შტატში.
პატარა ქალაქ პიჯენ-ფორჯში მდებარე ტიტანიკის მუზეუმში "აისბერგი" ჩამოიშალა და სამი ადამიანი დაშავდა. The Guardian-ის ცნობით, სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მუზეუმმა კი ერთი დღით შეწყვიტა ფუნქციონირება. მეორე დღეს ის ისევ გაიხსნა, ოღონდ აისბერგი ადგილზე აღარ იყო — მინიმუმ ოთხი კვირა იქნება საჭირო, რომ აისბერგის ასლი ხელახლა გააკეთონ.
როგორც ამ დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ტიტანიკის თემატიკით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია, რომელიც მაქსიმალურად ავთენტურად ასახავს 1912 წელს მომხდარი ტრაგედიის მოვლენებს: იქ 400-მდე არტეფაქტია რეალური გემიდან თუ იმ რეისის მგზავრების პირადი ნივთებიდან.
და რა უნდოდა აისბერგს მუზეუმში? მუზეუმის მესვეურებს ასევე აქვთ პრეტენზია, რომ ყველაფერი რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, ამიტომ 4,6 x 8,5 მეტრის ყინულის კედელიც იყო იქ განთავსებული, რათა სტუმრები ხელით შეხებოდნენ მას და აისბერგთან ტიტანიკის შეჯახება უკეთ წარმოედგინათ.
ადგილობრივმა პოლიციამ აღნიშნული შემთხვევა გამოიძია და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ეს უბედური შემთხვევა იყო და არა — მიზანმიმართული დანაშაული. თავად მუზეუმიც ცდილობს, რომ შესაძლო მიზეზები გამოიკვლიოს და მომავალში თავიდან აირიდოს მსგავსი ინციდენტი.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები