გაუპატიურების კულტურა სოციოლოგიური ტერმინია და იმ გარემოს აღწერს, რომელშიც სექსუალური ძალადობა ხშირია, რასაც ხელს უწყობს საზოგადოების გულგრილობაც. მასალის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, რომ ძალადობა მოძალადის არჩევანი, გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა.
ხშირად, როცა საზოგადოებაში საუბარი გაუპატიურების თემაზეა, ჩნდება კითხვა, რა შეიძლება გაკეთდეს გაუპატიურების პრევენციისთვის? პასუხები კი გაუპატიურების თავიდან არიდების პასუხისმგებლობას უმეტესად ქალს აკისრებს: წიწაკის სპრეი, იარაღი, ჩაბნელებული ადგილებისთვის თავის არიდება და ასე შემდეგ. სინამდვილეში ძალადობის თავიდან არიდების ერთადერთი გზაა, რომ მოძალადეებმა არ იძალადონ. ამერიკელმა აქტივისტმა, ლი ჰოფჰაინერმა 2011 წელს საკუთარ ბლოგზე მოძალადეებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა.
დავძენთ, რომ ეს რჩევები ნებისმიერი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის ადამიანზე ვრცელდება და შეგიძლიათ, რომ შემდეგ წინადადებაში სიტყვა "ქალი/ქალები" შეცვალოთ.
1. არ გაურიო ნარკოტიკი ქალის სასმელში
2. როცა დაინახავ, რომ ქალი მარტოა, ნუ შეაწუხებ, მარტო დატოვე
3. თუ ქუჩაში ქალს დაინახავ, რომელსაც მანქანა გაფუჭებული აქვს და დასახმარებლად გააჩერებ, საუკეთესო გზა იქნება, არ გააუპატიურო
4. თუ ლიფტში ქალთან ერთად მარტო მოხვდები, არ გააუპატიურო
5. თუ მძინარე ქალს დაინახავ, უბრალოდ არ გააუპატიურო
6. არასდროს შეხვიდე ქალის ბინაში კარიდან ან ფანჯრიდან, ნუ მიეპარები პარკინგის ტერიტორიაზე და ნუ გააუპატიურებ
7. თუ ღამით ქუჩაში მარტო მოსიარულე ქალს დაინახავ, გახსოვდეს, ის იქ იმისთვისაა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეს და არა, შენ არ "გიწვევს"
8. დაიხმარე მეგობარი — თუ ფიქრობ, რომ მარტო სიარულისას გაუპატიურების ცდუნებას ვერ უძლებ, სთხოვე მეგობარს, ყოველთვის შენ გვერდზე იყოს
9. ატარე სასტვენი — თუ ხვდები, რომ შესაძლოა იძალადო, ჩასტვინე, რომ ვინმემ შეგაჩეროს
10. დაბოლოს: არ დაგავიწყდეს, რომ გულწრფელობა საუკეთესო გზაა. როცა ქალს პაემანზე დაპატიჟებ, არ მოატყუო, რომ მისი პიროვნებით ხარ დაინტერესებული. უთხარი, თუ ძალადობას აპირებ. თუ შენს განზრახვებზე ხმამაღლა არ ისაუბრებ, ქალმა შეიძლება შეცდომით თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
კომენტარები