თუკი მეტი ჩვენნაირი იქნება, საბრძოლველი აღარაფერი იარსებებს — ისრაელელმა ქალმა თავისი თირკმელი 3 წლის პალესტინელ ბიჭს გადაუნერგა
ფოტო: Idit Harel Segal
"ვინც ერთ სიცოცხლეს გადაარჩენს, ამით მთელ მსოფლიოსაც იხსნის".
როცა ისრაელელი იდიტ ჰარელ სეგალი 50 წლის გახდა, დაბადების დღის საჩუქრად მან საკუთარი თირკმლის უცნობისთვის გაცემა მოისურვა.
საბავშვო ბაღის მასწავლებელს, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში ცხოვრობს, ჰოლოკოსტს გადარჩენილი თავისი ბაბუა ყოველთვის ეუბნებოდა, რომ სიცოცხლის გადარჩენაზე დიდი ვალდებულება ადამიანს არ გააჩნია. ამიტომ, არ უყოყმანია, როცა საქმე საქმეზე მიდგა და თავისი უანგარობის გამოვლინების შესაძლებლობა მიეცა.
სეგალი იმ ორგანიზაციას დაუკავშირდა, რომელიც დონორებს მიმღებებთან აკავშირებდა და ცხრათვიანი პროცესის შემდეგ თავისი თირკმელი მას მისცა, ვისაც ეს სჭირდებოდა.
უცნობი კი ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელი ბიჭი აღმოჩნდა.
სანამ ბიჭი საჩუქარს მიიღებდა, სეგალმა ებრაულ ენაზე მისწერა წერილი, რომელიც პაციენტს მეგობარმა უთარგმნა არაბულად.
"შენ მე არ მიცნობ, თუმცა, მალე ძალიან ახლოს ვიქნებით, რადგან ჩემი თირკმელი შენს სხეულში იქნება. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდეს, შენ კი დიდხანს, ჯანმრთელად და აზრიანად იცხოვრო".
როგორც სეგალი წერს, 11-დღიანი ომის შემდეგ ბრაზი და იმედგაცრუება დაეუფლა, თუმცა, წინ მაინც მხოლოდ მშვიდობასა და სიყვარულს ხედავდა.
"თუკი მეტი ჩვენნაირი იქნება, საბრძოლველი აღარაფერი იარსებებს".
თუმცა, გადაწყვეტილების მიღება ადვილი სულაც არ ყოფილა. ომს ქალის სამი ნათესავი შეეწირა, მათ შორის მისი ბებია-ბაბუა — მამის მშობლები — ამიტომ ოჯახი თირკმლის გაღების წინააღმდეგი იყო.
"ჩემი ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო. ყველა — ჩემი ქმარი, ჩემი და და მისი ქმარი. ყველაზე ნაკლებად კი მამაჩემი მიჭერდა მხარს", — ამბობს სეგალი, — "მათ ეშინოდათ".
როცა მიმღების ვინაობა შეიტყო, იგი ამას თვეების განმავლობაში მალავდა.
"არავისთვის მითქვამს", — იხსენებს სეგალი, — "ვიფიქრე, რომ თუკი მხოლოდ თირკმლის გაღების ამბავი ამდენად აშფოთებდათ, პალესტინელი ბიჭისთვის მისი მიცემა კიდევ უფრო ცუდ რეაქციას გამოიწვევდა".
ფოტო: Maya Alleruzzo / AP Photo
რადგან ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მეტად დაძაბულია, სეგალის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე პასუხისმგებლობა არასამთავრობო ორგანიზაციამ აიღო.
პალესტინელი ბიჭის მდგომარეობა კი მძიმდებოდა. საავადმყოფოში მამამისს უთხრეს, რომ თუკი ის ისრაელელი პაციენტისთვის გაიღებდა თირკმელს, მისი შვილი მიმღებთა სიის სათავეში მოხვდებოდა. მამაც ასე მოიქცა და ბიჭმა იმავე დღეს მიიღო ახალი თირკმელი.
სეგალის მიერ გაღებული საჩუქარი კი, რომელმაც თავის ოჯახში უთანხმოებაც გამოიწვია, იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მას ეგონა. მისი თირკმელი ბიჭს სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარა, თუმცა, ამასთან, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ კუთხეში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან დააკავშირა. ისრაელელი ქალის თქმით, იგი ბიჭს ოპერაციის წინა დღეს ესტუმრა, მის მშობლებთან კი დღემდე აქვს კონტაქტი.
"ჩემი აზრით, თირკმლის გაღება პიროვნული დამოკიდებულების შედეგი იყო და არა პოლიტიკურის", — ამბობს ქალი, — "და იმის შეტყობამ, ვინ იღებდა თირკმელს, წამით არ გამოიწვია ჩემში სინანული ან ყოყმანი. ასეც უნდა მომხდარიყო. დღე არ გავა, იმით ბედნიერი არ ვიყო, რომ ამ საყვარელი ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინე".
სეგალი ამბობს, რომ ბაბუის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ, ეს ერთგვარი პატივის მიგებაა მისთვის. საბოლოოდ კი, თავის ოჯახთან ურთიერთობაც გამოსწორდა — თავის ქმარსა და შვილებს ახლა უკეთ ესმით, ოპერაციის წინა დღეს კი მამამისმაც დაურეკა.
"არ მახსოვს, რას ამბობდა, რადგან ტიროდა", — იხსენებს სეგალი.
ამის მიუხედავად, ყოყმანის გარეშე უთხრა მამას, რომ თავის თირკმელს პალესტინელ ბიჭს ჩუქნიდა.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი მამამისმა უპასუხა.
"ჰო. მასაც ხომ სჭირდება სიცოცხლე".
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა

კომენტარები