როგორ არეგულირებს ტვინი შიმშილის მოთხოვნილებას — კვლევა
ხშირად არის ხოლმე, როცა იმის მიუხედავად, რომ შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, იმის გამო, რომ საჭმელი გემრიელად გამოიყურება ან სოციალურ გარემოში ჭამის ვალდებულებას ვგრძნობთ, კიდევ ერთ ლუკმას ვჭამთ.
შიმშილის ან სიამოვნების გამო, ზედმეტის ჭამა ხშირად ჭარბწონიანობას იწვევს. ეს პრობლემა აშშ-ში ზრდასრულების 42% აწუხებს, იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. საერთაშორისო გუნდი, რომელსაც მეილონის სამედიცინო კოლეჯის მკვლევრების ხელმძღვანელობენ, ჭარბწონიანობის განსაკურნად ცხოველებში იმას იკვლევენ თუ როგორ არეგულირებს ტვინი შიმშილით ან სხვა მიზეზით მართულ ჭამის მოთხოვნილებას.
გუნდს ბეილონის კოლეჯის კვებისა და უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორი დოქტორი იონგ ჩუ გაუძღვა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კვების მოთხოვნილებას შუატვინში მდებარე სეროტონინის მწარმოებელი ნეირონები აკონტროლებენ. მაგრამ სხვა მიზეზებით პროვოცირებულ ჭამის მოთხოვნილებას განსხვავებული და დამოუკიდებელი ნერვული წრედები მართავენ. მკვლევრებმა ორი სხვა სეროტონისის რეცეპტორი და იონური არხი გამოავლინეს, რომლებიც კვების ჩვევებს განაპირობებენ და თუ მათ აქტივობაზე ზემოქმედებას მოახდენენ ზედმეტი ჭამის რეგულირებასაც შეძლებენ.
როგორც უკვე ითქვა, მკვლევრებმა სეროტონინის მწარმოებელ რეცეპტორებზე დამოკიდებული ორი ნერვული წრედი გამოავლინეს. ერთ ერთი წრედი ჰიპოთალამსუსს მოიცავს, მეორე კი ტვინის სხვა უბანში მოქმედებს. ეს წრედები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჭამის რეგულირებაში.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ის ნერვული წრედი, რომელიც ჰიპოთალამუსამდე აღწევს, შიმშლით მართულ ჭამის სიგნალს განაპირობებს და არა რაიმე სხვა მიზეზით გამოწვეულ ჭამის სურვილს. მეორე ნერვული წრედი, რომელიც შუატვინზე მუშაობს, არა შიმშილით, არამედ სხვა მიზეზებით გამოწვეულ ჭამის მოთხოვნილებას ქმნის", — განაცხადა დოქტორმა ჩუმ.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი წრედებში მონაწილე მოლეკულების ანალიზია, რათა იპოვონ მოლეკულები, რომლების კონტროლიც ზედმეტი ჭამის განზრახვას შეაჩერებს.
"ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა სეროტონინის რეცეპტორების მოლეკულების გამოკვლევაა, რომლებიც ნეირონების მიერ გამოყოფილი სეროტონინის ნეიროტრანსმიტერების ფუნქიებს აკავშირებენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2C და 1B რეცეპტორები ორივე ტიპის ჭამის მართვაში მონაწილეობენ. ჩვენ ინფომაციაზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ ამ ორი რეცეპტორის ერთში გაერთიანებამ შეიძლება ჭამის მოთხოვნილების ჩახშობა გამოიწვიოს", — დაამატა ჩუმ.
გუნდმა ჭამასთან დაკავშირებული იონური არხებიც აღმოაჩინა. ერთ-ერთი GABA A იონური არხია, რომელიც შიმშილის დროს ჭამის სურვილს გვიქმნის.
სხვა კალიუმის არხი კი პირიქით, შიმშილისგან არა და სხვა მოტივით გამოწვეულ ჭამის სურვილს აკონტროლებს.
მკვლევრების თქმით, ამ ორი ფუნქციურად საპირისპირო არხების ერთად გამოყენება გადამეტებული ჭამის შეჩერებაში დაეხმარებათ.
კვლევა ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები