კაცები კლიმატის ცვლილებას ხელს მეტად უწყობენ, ვიდრე ქალები — შვედური კვლევა
კაცებს ქალებზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ გარემოსთვის. ამაზე Journal for Industrial Ecology-ში გამოქვეყნებული ახალ კვლევა მიუთითებს. CNN კი აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გენდერული სტერეოტიპები კლიმატურ ცვლილებებზეც აისახება. კაცების მიდრეკილება მეტი ხორცის მიღებისკენ და მანქანების ფლობისკენ მათ სათბურის აირების გამოყოფის კუთხით გაცილებით დიდ კონტრიბუტორებად აქცევს, ვიდრე ქალები არიან.
კვლევის ფარგლებში, ევროპელმა მკვლევარებმა კლიმატზე გავლენის მიხედვით შეადარეს შვედი მამაკაცებისა და ქალების შენაძენი პროდუქტები და ვაჭრობასთან დაკავშირებული ჩვევები. კვლევის მიხედვით, შვედი კაცები მხოლოდ 2%-ით მეტ თანხას ხარჯავენ საყიდლებში, თუმცა მათი შენაძენი 16 პროცენტით ზრდის ნახშირბადის შემცველობას ჰაერში, ვიდრე ქალების მიერ ნაყიდი პროდუქტები.
"კაცებმა ქალებისგან უნდა აიღონ რაიმეს ყიდვისას მაგალითი, რითაც ჰაერში დამატებითი ნახშირბადის წარმოებას შეამცირებენ, თუმცა ხარჯი თითქმის იგივე შეიძლება იყოს“, -- განუცხადა CNN-ს კვლევის ავტორმა ანიკა კარლსონ-კანიამამ Ecoloop-დან (მდგრადი განვითარების კვლევითი ჯგუფი).
ამ დიდ განსხვავებას იწვევს ფაქტი, რომ კაცები დიდი რაოდენობის თანხებს იხდიან მანქანებში და საწვავშიც, განსხვავებით ქალებისგან, რომლებიც დიდწილად მატარებლით მგზავრობენ (შვედეთის მაგალითზე). მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ კაცები მიირთმევენ მეტ ხორცს — აქ იკვეთება კვების რაციონის გენდერული განსხვავებაც, რასაც მკვლევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღწერენ. ერთი ადამიანის ცხოვრების სტილის ცვლილება, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი კლიმატის ცვლილების საგანგაშო მდგომარებაზე ეფექტის მოსახდენად, თუმცა, პრობლემის შესახებ ცოდნამ და ინდივიდების ერთობლივმა, შეთანხმებულმა მოქმედებამ ნამდვილად შეიძლება რამე შეცვალოს.
"მასკულინობა ასოცირებულია წიაღისეულის და საწვავის მოპოვება-მოხმარების შეწყვეტასთან შეწინააღმდეგებასთან“, — თქვა CNN-თან ინტერვიუში ესმა ორკიამ, ლიმრიკის უნივერსიტეტის ეკოფემინიზმის და გარემოსდაცვის სამართლის მკვლევარმა, რომელსაც აღნიშნულ კვლევაზე არ უმუშავია.
როგორც ანიკა კარლსონ-კანიამამ აღნიშნა, საუბარმა ამ გენდერულ განსხვავებებზე შეიძლება გამოიწვიოს პერსონალური დისკომფორტი. არავის სურს გაიგოს, რომ მათი ცხოვრების წესი პრობლემის ნაწილია, მაგრამ კაცების არჩევანით გამოწვეული უზარმაზარი გავლენის ვერ დანახვა პოლიტიკოსებისთვის შასაძლებლობის ხელიდან გაშვებას ნიშნავს.
"მაგალითად, გადაადგილებისას — მამაკაცებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული რაოდენობის საწვავი, რათა არ გამოიყენონ მანქანა ხშირად", — განუცხადა კარლსონ-კანიამამ CNN-ს. "მთავრობამ აუცილებლად უნდა აუხსნას კაცებს, რომ მანქანის ხშირი მოხმარება ნიშნავს მეტ გამონაბოლქვს", — დასძინა მან.
კომენტარები