93 წლის პეპელა — პირველი მწერი შეერთებულ შტატებში, რომელიც ადამიანის გამო გადაშენდა
ქსერესის ლურჯი პეპელა გადაშენებულად მას შემდეგ ითვლება, რაც ბოლოს დაახლოებით 80 წლის წინ ნახეს. მისი მოსპობა ამერიკულ მწერთა სახეობებში პირველია, რომელიც პირდაპირ ადამიანის ზემოქმედების უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ყოველთვის აინტერესებდათ, რამდენად იყო იგი ცალკეული სახეობა და გადაშენდა თუ არა მთელი ამ წლების წინ. სახეობის ცალკეულობა და მისი გადაშენება ახალმა კვლევამ დაადასტურა, რაც მეტად სარწმუნოს ხდის ადამიანისგან გამოწვეული პირველი გადაშენების თეორიას მწერებში.
ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ 93 წლის ქსერესის ლურჯი პეპლის (Glaucopsyche xerces) დნმ-ი გააანალიზა. პეპელა ჩიკაგოს საველე მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახლდათ და საკმარისი უნიკალური დნმ-ი აღმოაჩნდა, რომ ცალკეულ სახეობად განესაზღვრათ და ყოველგვარი ეჭვი გაექროთ იმის შესახებ, იყო თუ არა ეს მწერის პირველი გადაშენება შეერთებულ შტატებში, რომელიც ადამიანის ზემოქმედებამ გამოიწვია.
"საინტერესოა იმის თავიდან დასასტურება, რისიც ადამიანებს თითქმის 100 წლის განმავლობაში სჯეროდათ — ეს იყო სახეობა, რომელიც ადამიანური ზემოქმედების შედეგად მოისპო", — განაცხადა ფელიქს გრიუმ, კვლევის მთავარმა ავტორმა და ველთა გრეინჯერის ბიოინფორმატიკული ცენტრის თანახელმძღვანელმა.
ქსერესის ლურჯი, როგორც სხვადასხვაფრად მოლივლივე ლურჯი ფრთების გამო შეარქვეს, სან ფრანცისკოს ნახევარკუნძულის მკვიდრი იყო და ბოლოს ადრეულ 1940-იან წლებში იხილეს — საუკუნეზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც 1852 წელს თავდაპირველად ამოიცნეს და აღწერეს. სჯერათ, რომ ყურადსაღები არეულობა და საარსებო გარემოს შემცირება ურბანული განვითარების მზარდმა ტენდენციამ გამოიწვია, რამაც საბოლოო ჯამში პეპლები მოსპო.
სახეობისა და მისი გადაშენების გარშემო არსებული დაბნეულობა მისი სხვა სახეობასთან მსგავსებიდან გამომდინარეობს — ფართოდ გავრცელებულ ვერცხლისებრ ლურჯთან. კვლევის ავტორ კორი მოროზე დაყრდნობით, რომელიც კორნელის უნივერსიტეტის ენტომოლოგია, ეს ორი ჯიში მრავალ თვისებას იზიარებს, რამაც ზოგი დააჯერა, რომ ქსერესის ლურჯი ამ უფრო ფართო სახეობის იზოლირებული პოპულაციაა.
საბედნიეროდ, მორეოს საველე მუზეუმის ფართო კოლექცია აღმოაჩნდა ჩაბარებული, რათა სკეპტიკოსებისათვის საპირისპირო დაემტკიცებინა. 1928 წელს დაჭერილი პეპლის მუცლიდან ნიმუშის შეგროვების შემაწუხებელი პროცესის შემდეგ, დნმ-ი გამოყვეს და გამოიკვლიეს. მაშინ, როდესაც დნმ-ი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც სტაბილური მოლეკულა, დროის განმავლობაში მაინც განიცდის გადაგვარებას. შესაბამისად, გუნდს რამდენიმე უჯრედიდან ამოღებული დნმ-ის ფრაგმენტები უნდა შეედარებინა და გენომის ერთიანი სახე აეწყო — ძალიან ჩახლართული, მიკრო-სკალარული თავსატეხი.
"იდენტური სტრუქტურები რომ დგვემზადებინა ლეგოებისგან და შემდეგ ძირს დაგეგდო, ცალკეული სტრუქტურები გატყდებოდა, მაგრამ ყველას მოძებნის შემთხვევაში საწყისი სტრუქტურის ფორმასაც დაადგენდი", — შეადარა მორომ.
მას შემდეგ, რაც გენეტიკური თანმიმდევრობა ერთად შეიკრიბა, იგი ვერცხლისებრი ლურჯი პეპლისას შეადარეს, ეს ორი კი საკმარისად განსხვავებული აღმოჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ სხვადასხვა სახეობებია და, შესაბამისად, ქსერესის პეპელა გადაშენებულია.
"ქსერესის ლურჯი პეპელა უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მწერია შესანახად, ვინაიდან ჩრდილოეთ ამერიკაში პირველია, რომელიც ვიცით, რომ ადამიანის ზემოქმედების შედეგად გადაშენდა", — თქვა მორომ.
გუნდის მიზანი ამჟამად არსებული სახეობების დაცვისათვის ძალისხმევის გაღებაა, მაგრამ არა გადაშენებულებისთვის იურული პარკის მსგავსი სივრცის მოწყობა:
"მოდი ჩადოთ ძალიხმევა იმის დაცვაში, რაც ჯერ კიდევ არსებობს და წარსული შეცდომებიდან ვისწავლოთ", — თქვა გრიუმ.
ამჟამად "მწერების აპოკალიფსის" შუაგულში ვართ, რაც ნიშნავს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ მწერები ქსერესის ლურჯის მსგავსი მომავლისაგან დავიცვათ არა მხოლოდ მათი პოპულაციის, არამედ ბიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი ეკოსისტემების შენარჩუნებისთვისაც.
როგორც მორეო აღნიშნავს "მწერები ნიადაგს აგაზიანებენ, რაც მცენარეების ზრდას უწყობს ხელს. მცენარეებს ბალახისმჭამელები ჭამენ, რომლებიც შემდეგ ხორცისმჭამელთა ულუფად უნდა იქცნენ. მწერის თითოეულ დანაკარგს ეკოსისტემებზე უზარმაზარი ტალღოვანი ეფექტი აქვს", ან იქნებ პეპლის ეფექტიც, თუ ასე იტყვით.
კომენტარები