ბაბლში შემოსაპარად ყალბი ანგარიშები ოპოზიციური მესიჯბოქსით გამოირჩევიან — Vin Vin Aris
პროექტი Vin Vin Aris მიიჩნევს, რომ საეჭვო ანგარიშების გააქტიურების მიზეზი ოპოზიციურ "ბაბლში" შეპარვაა.
ფოტო: Vin Vin Aris
პროექტი Vin Vin Aris, რომელიც 2020 წელს შეიქმნა და ფეისბუქზე ყალბი ანგარიშების აღმოჩენას ემსახურება, წერს, რომ სოციალურ ქსელში საეჭვო პროფილები მომრავლდნენ. ამის შესახებ ვინ ვინ არის ფეისბუქგვერდზე წერს.
პოსტში ვკითხულობთ, რომ თუკი აქამდე ყალბი ანგარიშების ძირითადი საქმიანობა ახალი ამბების სააგენტოს ფეისბუქგვერდებზე პროსახელისუფლებო უმრავლესობის ილუზიის შექმნა იყო, Vin Vin Aris მიიჩნევს, რომ ამჯერად მათი ძირითადი მიზანი ოპოზიციურ ე.წ. ბაბლში შეპარვაა.
"გამოირჩევიან ოპოზიციური მესიჯბოქსით, პროფილის ფოტოებზე შესაბამისი ჩარჩოებით და "კლასიკური" ბოტებისგან განსხვავებით, მათ პროფილზე გაცილებით უფრო მაღალი და დახვეწილი აქტიურობით (სტატუსები, სტატიები, სიმღერები, ვიდეოები, სთორები და ა.შ.) ქმნიან რეალურობის ილუზიას".
Vin Vin Aris ფეისბუქის მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ თუკი საერთო მეგობრების გამო უცხო პროფილებს მეგობრების სიაში აქამდე უპრობლემოდ ამატებდნენ, "ალბათ ვინმე ჩვენიანია" პრინციპით, ახლა ნაკლებად ენდონ უცხო ანგარიშებს.
"უმრავლესობას ურჩევნია, რომ მეგობრების ჯგუფისთვის განკუთვნილი არასაჯარო სტატუსები და კომენტარები სადღაც გაურკვეველ სახელისუფლებო "კანტორაში" არ ხვდებოდეს მათ ციფრულ აქტიურობაზე დოსიეს შექმნისა თუ სენტიმენტების ანალიზის მიზნით".
Vin Vin Aris-მა ბოლო პერიოდში რამდენიმე საეჭვო პროფილის შესახებ უკვე გამოაქვეყნა პოსტები.
ფოტო: Vin Vin Aris
მათი დიდი ნაწილი უცხოელი მომხმარებლების ფოტომასალას ინსტაგრამიდან, გუგლიდან ან სხვა სოციალური ქსელებიდან იპარავს და შემდეგ ქართული სახელი და გვარით ყალბ ანგარიშს ქმნის.
ფოტო: Vin Vin Aris
Vin Vin Aris ასევე მოუწოდებს ფეისბუქმომხმარებლებს, რომ საეჭვო ანგარიშების აღმოჩენის შესახებ ფეისბუქის საშუალებით მათაც შეატყობინონ.
ფოტო: Vin Vin Aris
Vin Vin Aris წერს, რომ გამოაშკარავებული ანგარიშები შეგროვებული მეგობრების სია რომ არ დაკარგონ, ან რომ არ დარეპორტდნენ, დროებით ფეისბუქს აუქმებენ. თუმცა, თუ ამ ანგარიშებიდან რომელიმე მეგობრებში გყავდათ, მათი მოძებნა თქვენი მეგობრების სიაში და დეაქტივირებული ანგარიშის წაშლა ისევ შეგიძლიათ.
ფოტო: Vin Vin Aris
ქრომის გაფართოების გადმოსაწერად ეწვიეთ Vin Vin Aris-ის ოფიციალურ საიტს.
ბოლო რამდენიმე წელია, Facebook იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ქსელებს საკუთარი პლატფორმიდან შლის.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა




კომენტარები