ვტიროდი ქვეყანას, სადაც ვზრდი ჩემს შვილს — ნანკა კალატოზიშვილის სიტყვა აქციაზე
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
12 ივლისს წინა დღით დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ გადმოინაცვლა და რუსთაველზე გამართულ აქციაზე 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მთავრობას პასუხისმგებლობის აღება ისევ მოითხოვეს.
მათ შორის იყო მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც სიტყვით საჯაროდ გამოვიდა და ბოლო დღეებში განვითარებულ ძალადობრივ შემთხვევებზე გამოხატა გულისტკივილი:
"მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი, რამდენჯერ ვიტირე, ძალიან ბევრჯერ ვიტირე: ვტიროდი, ვჩერდებოდი, ვტიროდი, ვჩერდებოდი. ვტიროდი ლექსოს; ვტიროდი ქვეყანას, სადაც ვზრდი ჩემს შვილს; ვტიროდი ადამიანებს, რომლებიც ვიხრჩობით ამ ზიზღში; ვტიროდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ "მაგრამ"; ვტიროდი იმიტომ, რომ რამდენსაც გავაბედინებთ, იმდენს გაგვიბედავენ, ყოველთვის ასე იყო და იქნება. ჰოდა, არ ვიცი, რა გითხრათ, იმდენად გაბრაზებული ვარ, რომ ისევ მიჭირს ემოციების გაკონტროლება. ჰოდა, რა გითხრათ ადამიანებო, რა ვიცი, იჯექით სახლში, იჯექით სახლში და დაარქვით ამას ცხოვრება, იჯექით და გეშინოდეთ საკუთარი ოჯახის წევრების გარეთ გაშვება; ფიქრი შვილებზე, თუ რა აცვიათ, როგორ იქცევიან, რას აკეთებენ; იჯექით კი, კარგად იჯექით. ან ამოიღეთ ხმა და ერთ დღეში ისე დაიღალეთ, როგორც აფასებთ საკუთარ სიცოცხლეს. ესე ვაფასებთ ჩვენს ცხოვრებას? ესეთია ჩვენი ცხოვრება? ერთ დღეში ვიღლებით, ვიცლებით, ვხმაურობთ და ვიშლებით?", — განაცხადა მან.
კალატოზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ შუალედური ექსპერტიზის მიხედვით, ლექსო ლაშქარავა, შესაძლოა, ზედოზირებით გარდაიცვალა.
"5 ივლისს რაც მოხდა, ვინმეს დაძახება საჭირო იყო, გარეთ რომ გამოსულიყავით? საჭირო იყო, რომ თქვათ, "სოლიდარულები ვართ და მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს"? მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს და იმიტომ ვდგავართ აქ? არა, მე მხარს ვუჭერ ჩემს ქვეყანას, ჩემს თავს, ყველა ადამიანს, ჩემი შვილის მომავალს, რომელიც არ მინდა, რომ ასეთი იყოს. და ძალიან, ძალიან ვბრაზდები, რასაც აკეთებენ ლექსოზე. ლექსოს შვილს მინდა ვუთხრა ერთი რამ: იცი, რატომ აშავებენ მამაშენს? იმიტომ, რომ მართალია, იმიტომ, რომ მართლები ვართ და ზუსტად ამიტომ აშავებენ ესე შენს მამას. ისტორიას ვერ მოატყუებ, ყველაფერი იწერება, ყველაფერი ფიქსირდება, ზუსტად აი, ამ ჟურნალისტების დამსახურებით", — თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.
5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ მედიამ საპროტესტო აქცია გამართა და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა.
იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.
პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შსს-მ 12 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ ლაშქარავას ცემისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 — TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
კომენტარები