ჯივიპი მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების გაერთიანების (LUOW) წევრი გახდა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ოფიციალურად შეუერთდა Leading Utilities of the World (LUOW)-ს — წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალურ კავშირს.
“მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების (LUOW) წევრობა, პირველ რიგში, ჩვენ მიერ მიღწეული შედეგების აღიარებას ნიშნავს და ასევე, წყალმომარაგების სფეროში წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ჩვენ ჯივიპიში არაერთი მიმართულებით ვაჩვენეთ პროგრესი, რის შედეგადაც LUOW-ის წევრობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა, თბილისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის წყალმომარაგების კომპანიების, მთავრობებისა და ოპერატორების ცოდნა და გამოცდილება,” — ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ჯივიპი LUOW-ის წევრობაზე კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში იყო ნომინირებული. აღნიშნული მიმართულებებით კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მათ შორის, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად წარმატებით დანერგა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, ხუთჯერ გაზარდა წყალმომარაგების ქსელების განახლების ინდექსი, გამოსცა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ბონდები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საოპერაციო მაჩვენებლები, მოამზადა წყალსადენისა და წყლარინების ქსელების განვითარების წინასწარი გეგმები, დანერგა წყალმომარაგების ქსელში წნევის რეგულირების საპილოტე პროექტი, გააუმჯობესა ენერგო ეფექტურობის მაჩვენებლები, შეამცირა წყალმომარაგების ქსელში წყლის დანაკარგები.
”თბილისში სამწლიანი ოპერირების შედეგად შევძელით ჯივიპი გამხდარიყო მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ქსელის — Leading Utilities of the World-ის წევრი. ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ეფექტურად და მდგრადად მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სასმელი წყალი და გაუმჯობესებული მომსახურება.” — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს აფრიკისა და აზიის რეგიონალური დირექტორი.
ჯივიპიმ LUOW-ის წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები