მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის — თეგეტა მოტორსის მაისის შეთავაზებები
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსში უსაფრთხოების კვირეული გრძელდება
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი სეზონის ცვლილებისას, როდესაც ტემპერატურა მატულობს და გზებზე მობილობა იზრდება. თეგეტა მოტორსი წლებია მოუწოდებს მომხმარებლებს — პასუხისმგებლობით მოეკიდონ სეზონურ ცვლილებებს და ავტომობილი შესაბამისად გამართონ. ამჯერად კომპანიამ მომხმარებელს, გაეროს უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, არაერთი შეთავაზება მოუმზადა. 18 მაისის ჩათვლით BRIDGESTONE-ის ბრენდის საბურავების სრულ ასორტიმენტსა და ATE-ს ხუნდებზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაისის ბოლომდე ხელმისაწვდომია შემდეგი შეთავაზებებიც:
· BRIDGESTONE-ის საბურავები სპეციალურ ფასად: BRIDGESTONE 205/55R16 T005 91W — 200₾, BRIDGESTONE 195/65R15 91H EP150 — 150₾.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც სეზონური ცვლილება სჭირდება, საბურავია, რადგან ის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს სცდება, აუცილებელია, ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით ჩავანაცვლოთ. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, რაც თავიდან აგარიდებთ ავტოსაგზაო შემთხვევებს, განსაკუთრებით სველ ზედაპირზე გადაადგილებისას.
BRIDGESTONE — იაპონური წარმოშობის, საბურავების წამყვანი ბრენდი. მისი მთავარი უპირატესობებია: პრემიუმ ხარისხი, უსაფრთხოება და ინოვაცია. ლიდერია საბურავების წარმოების ტექნოლოგიაში — გამოირჩევა უახლესი ინჟინერიითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. აქვს მაღალი მოჭიდება და დამუხრუჭების შესაძლებლობა, განსაკუთრებით სველ გზაზე გადაადგილებისას. გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით — იდეალურია შორ მანძილზე მგზავრობისთვის. BRIDGESTONE-ის საბურავებით აღჭურვილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Lamborghini, Toyota, BMW, Mercedes-Benz, Audi და სხვ.
ფოტო: თეგეტა
· 20%-იანი ფასდაკლება MOTUL, SHELL, MOBIL-ის ზეთებზე.
ზოგადად, საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ძრავა დაზიანდეს. თეგეტა მოტორსი მომხმარებელს პრემიუმ ბრენდების პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს.
MOTUL — პრემიუმ ხარისხის ფრანგული ზეთი, რომელიც იდეალურია მაღალი წარმადობის ძრავებისთვის, ხშირად გამოიყენება რბოლებში და გამოირჩევა თერმული მდგრადობით. 100%-ით სინთეტიკური ზეთები უზრუნველყოფს ძრავის უმაღლეს დაცვასა და მაქსიმალურ სიმძლავრეს.
SHELL — უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძრავის დაცვასა და უსაფრთხოებას. SHELL-ის ზეთები ხელს უწყობს მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამცირებს ნალექისა და ჭუჭყის დაგროვებას. მის ხარისხზე მეტყველებს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა: Ferrari, BMW, Hyundai. პროდუქციის დამზადებისას გამოყენებულია PurePlus ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავესა და ეფექტიანობას.
MOBIL — ამ ბრენდის მთავარი უპირატესობაა ავტომობილის იდეალური დაცვა ყველა სეზონზე და ძრავის ხანგრძლივი მუშაობის უზრუნველყოფა. MOBIL-ის ზეთები უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავეს. გათვლილია ექსტრემალურ ტემპერატურაზე. კომპანია თანამშრომლობს ისეთ პრემიუმ ბრენდებთან, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-AMG, Cadillac.
ფოტო: თეგეტა
· 20%-იანი ფასდაკლება MACPOWER PREMIUM-ისა და EXIDE-ის, ხოლო 10%-იანი ფასდაკლება VARTA-ს აკუმულატორებზე
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. სწორედ ამიტომ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.
MACPOWER PREMIUM — აკუმულატორები აღჭურვილია უსაფრთხოების ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილს იცავს მოკლე ჩართვისა და გადახურებისგან. გამძლეა როგორც ცივ, ისე ცხელ ამინდში. ხელმისაწვდომი ფასის, სანდოობისა და ხარისხის გათვალისწინებით, მძღოლები ამ ბრენდზე არჩევანს ხშირად აკეთებენ.
EXIDE — აკუმულატორების ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი მსოფლიოში, 130- წლიანი გამოცდილებით. გამოირჩევა მაქსიმალური სიმძლავრითა და გამძლეობით. იტენება სწრაფად და დატვირთულ რეჟიმში მუშაობს იდეალურად. ის არის აკუმულატორების ოფიციალური მიმწოდებელი ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Ford, Fiat, BMW და სხვა. EXIDE-ის პროდუქციის AGM და EFB ტექნოლოგია კარგად ერგება თანამედროვე Start-Stop-სისტემიან და მაღალი ელექტრული დატვირთვის ავტომობილებს.
VARTA — გერმანული პრემიუმ ბრენდი, მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის სიმბოლო. აკუმულატორები გამოირჩევა უსაფრთხოებით, მაქსიმალური სიმძლავრითა და სტაბილურობით ნებისმიერ ამინდში. ენერგიას ინარჩუნებს ავტომობილის ხანგრძლივი დგომის შემთხვევაშიც კი. VARTA-ს ორიგინალ აკუმულატორებს ვხვდებით ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა: Mercedes, BMW, VW, Audi. AGM და EFB ტექნოლოგიები შესაფერისია ჰიბრიდებისთვის, ენერგომხარჯველი სისტემებისა და პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვის, სადაც მაქსიმალური ხარისხი და ხანგრძლივობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
· 30%-იანი ფასდაკლება JBM-ის, ხოლო 20%-იანი ფასდაკლება TOPTUL-ის ხელსაწყოებზე.
JBM — ევროპული ბრენდი, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროფესიონალურ და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებს. მისი ძირითადი უპირატესობებია გამძლეობა, მრავალფეროვნება, ხელმისაწვდომობა და პროდუქციის ფართო არჩევანი — ხელის ინსტრუმენტები, ავტოსერვისის მოწყობილობები და სხვ.
TOPTUL — აწარმოვებს მაღალი ხარისხის ხელსაწყოებს ავტოსერვისისა და ინდუსტრიისთვის, გამორჩეულია გამძლეობითა და ეფექტურობით. პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადით, რომელიც უძლებს კოროზიას. მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი და ხასიათდება ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლით.
თეგეტა მოტორსის ფილიალების გარდა, დამატებით შეთავაზებები მოქმედებს Tegeta Shop-ზე. საბურავებისა და ნაწილების სრულ ასორტიმენტზე ხელმისაწვდომია 10%-იანი ფასდაკლება. ამასთანავე, ფილიალებში ისარგებლებთ ჰაერისა და სალონის ფილტრის უფასოდ შეცვლის სერვისით
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის — Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები