მოსამართლეების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა სასამართლოს დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ დააყენა — ODIHR
ფოტო: COURT
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა, მიუხედავად ბოლო დროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხრივ გარკვეული გაუმჯობესებისა.
"ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სანდო და სამართლიანი სისტემა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. შერჩევის პროცესში სტანდარტებისა და სახელმძღვანელო წესების ნაკლებობამ ყველა კანდიდატის თანაბარ შესაძლებლობაზე, რომ მიეღწიათ წარმატება, უარყოფითი გავლენა იქონია", — განაცხადა ოდირის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.
ანგარიშში აღწერილია, რომ მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური იურიდიული საფუძველი შეეჩერებინათ წარდგენის პროცესი ვაკანსიებზე, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად უნდა მომხდარიყო.
ODIHR-ის ანგარიშით, საკანონმდებლო სტრუქტურა, რომელიც გამოიყენებოდა უზენაესი სასამართლოს 11 მოსამართლის შერჩევის დროს, რამდენჯერმე შეიცვალა, რაც შეშფოთებას იწვევს და შერჩევის პროცესის ლეგიტიმურობასა და სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ.
"მოსამართლეების წარდგენა და დანიშვნა უზენაეს სასამართლოში კონსტიტუციის მიხედვით რეგულირდება, ასევე მოქმედებს სასამართლო რეგლამენტი და ამ პროცედურებს განსაზღვრავს პარლამენტიც. კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის საბჭო წარუდგენს კანდიდატებს პარლამენტს, რომელიც ხმათა უმრავლესობით ირჩევს მათ. 2019 წლის მაისში შესწორებულმა საკანონმდებლო სტრუქტურამ შემოგვთავაზა უფრო ღია პროცესი, ხარისხზე დაფუძნებული კრიტერიუმი, გამჭვირვალობა და ასევე წარდგენისა და დანიშვნის პროცესში საჯარო მოსმენები.
2018 წლის აპრილში, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) ამ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელიც მიღებულ კანონში არ იყო განხილული.
ხარვეზები მოიცავს ფარულ კენჭისყრას და დასაბუთებული გადაწყვეტილების არარსებობას [მოსამართლეების კანდიდატების] წარდგენის ეტაპზე, რაც სახალხო დამცველმა გაასაჩივრა კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა უშედეგოდ", — ამბობენ ისინი.
ოდირის ანგარიშით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას საკანონმდებლო სტრუქტურაში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები ამ რამდენიმე შემაშფოთებელ გარემოებას ეხებოდა, თუმცა პროცესის პრობლემატური ასპექტების დიდი ნაწილი ისევ უცვლელი დარჩა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცვლილებები ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე განხორციელდა მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ.
მათივე თქმით, ვენეციის კომისიის მიერ გამოთხოვილ დასკვნაში, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გამოქვეყნდა, ეწერა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი, რომლებიც მანამდე ეუთოს ანგარიშში მოხვდა, კვლავ არსებობდა.
"2020 წლის სექტემბრის ცვლილებებმა სამი ძირითადი, თუმცა არასაკმარისი ასპექტები გააუმჯობესა:
1. შერჩეული კანდიდატების ფარული კენჭისყრის პირველი რაუნდის გაუქმებით პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა და სავალდებულო გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებოდა ყველა კანდიდატს.
2. შესწორებებმა პასუხისმგებლობა დააკისრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც ვალდებულები გახდნენ გასაუბრების შემდეგ წერილობით დაესაბუთებინათ რატომ მისცეს შესაბამისი ქულა ამა თუ იმ კანდიდატს, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. ცვლილებები ასევე მოითხოვდა აღნიშნული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებას.
3. შესწორებების მიხედვით, ყველა მომლოდინე წარდგენილი ნომინაცია გაუქმდა, რადგანაც 2020 წლის სექტემბრისთვის საკანონმდებლო სტრუქტურაში ხარვეზები დაფიქსირდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც შეაჩერა მიმდინარე წარდგენის პროცესი. ამის მიუხედავად, ლეგალურ პროცედურებში ხარვეზები მაინც დარჩა, როდესაც 2020 წლის შემოდგომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევა დაიწყო", — ამბობენ ისინი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლისა და პოლიტიკური შეთანხმების წარუმატებლობის გამო 2021 წლის აპრილში დამატებითი შესწორებები მიიღეს, რაც პასუხობდა ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციებს, მაგრამ ახალი პრობლემა წარმოიქმნა დაჩქარებულად მიღებული ცვლილებების სახით.
"იმ დროს, როდესაც ცვლილებები წარმოადგინეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე კანდიდატების ნახევარზე მეტი განხილული იყო. მართალია მცდელობები თანასწორობისა და გამჭვირვალეობის გაზრდის მიმართულებით დავინახეთ, მაგრამ ხელისუფლებას მოვუწოდეთ რომ აპლიკანტების მიმართ თანაბარი პროცედურები გატარებულიყო.
რაც ყველაზე მთავარია, ეს ცვლილებები ითვალისწინებდა კანდიდატების წარდგენისა და შერჩევის პროცესი არ ყოფილიყო გასაიდუმლოებული, რამაც სხვა კანდიდატებს მოსმენებზე თანასწორად მოპყრობის შანსი გაუზარდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი წევრების ვინაობის გამჟღავნება დაევალა, რომლებიც წერილობით დასაბუთებას წარმოადგენდნენ შერჩეულ კანდიდატებზე, ხოლო მათი საბოლოო ნომინანტებისთვის ხმის მიცემაში უნდა ჩაერთოს პარლამენტი. ეს წარუმატებელ კანდიდატებს გასაჩივრების შანსს მისცემს.
ამასთან ერთად, კანდიდატებს ახლა მეორე შანსიც აქვთ გასაჩივრების შემდეგ ხელმეორედ გადახედოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. 28 აპრილს ვენეციის კომისიამ გაუმჯობესებები კანონმდებლობაში აღიარა, მაგრამ კანდიდატების მიმართ არათანაბარი სიტუაციის არსებობის შესაძლებლობა არ გამორიცხა და დასძინა, რომ შესაძლოა ამ პროცესის თავიდან დაწყება იყოს საჭირო", — აღნიშნულია ანგარიშში.
მათი განცხადებით, მხარეების მიერ 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული ვალდებულებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არ შესრულებულა.
"მხარეების მიერ 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული ვალდებულებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არ შესრულებულა.
არ წარმოდგენილა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდა. პარლამენტმა ასევე ვერ უზრუნველყო წარედგინა იურიდიული საფუძველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნომინაციის პროცესისთვის, ხოლო საბჭომ, თავის მხრივ შერჩევის პროცესი (9 კანდიდატურასთან) გააგრძელა.
ეს სერიოზულ და სამართლიან შეშფოთებას იწვევს და ოპოზიციური პარტიები, საერთაშორისო აქტორები და სამოქალაქო საზოგადოება ამას აკრიტიკებს", — ამბობენ ისინი.
ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა იმ გარემოში მოხდა, როცა საზოგადოების ნდობა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი ნაკლები იყო და სასამართლო სისტემის მთლიანობაზე, ეფექტურობაზე ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო, სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება.
"გამჭვირვალობაზე საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის მოწოდებების შემდეგ, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენის კანონში 2020 წლის სექტემბერში და 2021 წლის აპრილში. ვენეციის კომისიამ და საქართველოს მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პარტნიორმა, მათ შორის, ევროკავშირმა, ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ზოგადად პოზიტიური ზომები სამართალწარმოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და თანასწორობის განმტკიცებისთვის, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ რჩება რამდენიმე ხარვეზი კანონმდებლობაში. 2021 წლის 19 აპრილს, მმართველმა პარტიამ და პარლამენტში ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც უნდა შეეჩერებინათ ახალი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა ამ საკითხების მოგვარებამდე. ამის მიუხედავად პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ოფიციალური სამართლებრივი საფუძველი შეექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რომ შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭომ განაგრძო დაკომპლექტება, მოსმენები და ა.შ.", — ნათქვამია ანგარიშში.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა გოჩიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
-
Studio Fuksas ე.წ. რიყის დოქებისთვის ახალი ფუნქციის მოძიებას ითხოვს Studio Fuksas ე.წ. რიყის დოქებისთვის ახალი ფუნქციის მოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი: ლაგვანის მარნის ისტორია პროკრედიტ ბიზნესი: ლაგვანის მარნის ისტორია
-
ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
გადახედვა
-
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ 5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები