ლევან იზორია აცხადებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ მასმედიის საშუალებით გაიგო
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დღეს, 23 ივლისს პროკურატურაში სოფელ ჩორჩანაში გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გამოიკითხა. როგორც ლევან იზორიამ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩორჩანაში საგუშაგოს გახნა მედიიდან გაგო.
"ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ ამაზე ინფორმაცია, არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური, და მით უფრო, არც ფორმალური, ეს იქნებოდა მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, ასეთი განხილვა არ ყოფილა.
განსაკუთრებით მინდა, ბოლო გარემოებას მივაპყრო თქვენი ყურადღება — 2019 წელს, აპრილის თვეში შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზზე, მათ პრევენციაზე და რა თქმა უნდა, პოლიტიკის დაგეგმვაზე. მეც, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიყავი ამ საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, კანონმდებლობა ითვალისწინებს 3 თვეში ერთხელ მაინც შეკრებას. მუდმივ წევრს აქვს უფლება, თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერმინისტრს და ჩაატაროს სხდომა, თუმცა მახსენდება მხოლოდ ერთი — 1-ელ მაისს...
მე [ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის შესახებ] გავიგე საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, მასმედიის საშუალებით, როდესაც განთავსდა კონკრეტული საგუშაგო, კონკრეტულ პოზიციაზე" — თქვა ლევან იზორიამ.
როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებამ "ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა" და ამით გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.
"სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მით უფრო ასეთი ოკუპაციის დროს, არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვიღებთ სავალალო შედეგებს, მორიგი ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებით, სამწუხარო ფაქტია," — თქვა იზორიამ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გუშინ, 22 ივლისს პროკურატურაში გამოიკითხა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაიაც. მისი თქმით, ინფორმაცია აქვს, რომ "ტერიტორიები დაიკარგა", თუმცა არ იცის, რა ხდება ამის მიღმა.
"რომ ვიყო ობიექტური და არ მოგატყუოთ, არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით რა ხდებოდა. ეს გავიგე გავიგე მეორე დღეს. სამსახურში როდესაც მივედი, 09:00 საათზე, მაშინ გამაგებინეს, რომ ჩორჩანაში რაღაც ხდებოდა.
პროცესი როდის დაიწყო, ზუსტად არ ვიცი. დილით სამსახურში რომ მივედი, ჩემმა თანამშრომლებმა დამახვედრეს ინფორმაცია, შესაბამისად, ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული საკითხით, გავატარეთ შესაბამისი ღონისძიება თავდაცვის ძალებში... ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, ჩავატარეთ თათბირი იმისათვის, რომ თავდაცვის მინისტრისა და მთავრობის მეთაურის ბრძანების შემთხვევაში მზად ვყოფილიყავით.
ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ საკითხს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია. ინფორმაცია რაც მაქვს, ტერიტორიები დაიკარგა, ამის მიღმა რა ხდება მე არ ვიცი," — თქვა ჩაჩიბაიამ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა" ქვეპუნქტით.
ასევე იხილეთ:
- ივანე მაჭავარიანი: ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო შეკითხვები. არაფერი, მე განვუმარტე რაც იყო რეალობა
- ივანე მაჭავარიანი დღეს, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოიკითხება
- გახარია აცხადებს, რომ ჩორჩანაში რისკები სუს-ს და მის მაშინდელ უფროსს, ვახტანგ გომელაურს უნდა გაეთვალა
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- პირდაპირი ჩართვის გათიშვის შემთხვევაში, წულუკიანი გახარიას მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნით ემუქრება
- გიორგი გახარიამ გერმანიის იუსტიციის ფედერალურ მინისტრთან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაუდებელი აუცილებლობა განიხილა
- ირაკლი კობახიძე: გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. ეს იყო მისი დავალებები "დიფ სთეითისგან"
- ირაკლი კობახიძე: მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის
- გახარია საქართველოსთვის: გიორგი გახარიამ გამოთქვა მზაობა, საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად
- გახარია საქართველოსთვის: გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა
- მაია ცქიტიშვილის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია ჩორჩანას საგუშაგოსა და იქ გზის გაყვანის საჭიროებაზე
- ირაკლი კობახიძე: ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი
- რუსები ახდენენ ზეწოლას, იმიტომ რომ დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანას საგუშაგო ძალიან დიდი პრობლემაა — ირაკლი შაიშმელაშვილი ჩორჩანაში საგუშაგოზე
- კახა კახიშვილის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც იქ მდგომარეობა დაიძაბა
- გია ვოლსკი: არავის ციხეში წასვლა არ მინდა, არც გახარიასი, მაგრამ არც ის მინდა, დანაშაულზე პასუხი არ მოეთხოვოთ
- ბექა ლილუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე დაბარება პოლიტიკური დევნაა
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა "ესკალაციის საფრთხე იყო"
- კახა კახიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს
- კახაბერ ქემოკლიძის თქმით, გამოძიების დაწყებით გიორგი გახარიას განეიტრალება სურთ
- "მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო" — გომელაური გახარიას დაკავებაზე
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები