გვინეტ პელტროუ: "ბრედ პიტს ქალებში საშინელი გემოვნება აქვს"
ფოტო: Getty Images
გვენეთ პელტროუ "დამწუხრდა", როცა ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ქორწინების შესახებ გაიგო — წერს ავტორი ეიმი ოდელი თავის ახალ წიგნში Gwyneth: The Biography (გვინეტი: ბიოგრაფია)
2000 წლის სექტემბერში, ტორონტოს კინოფესტივალის ინტერვიუს დროს, ერთმა ჟურნალისტმა პელტროუს ჰკითხა: "როგორ გრძნობთ თავს იმის გამო, რომ ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონზე დაქორწინდა?" (ქორწილი იმ წლის ივლისში გაიმართა). "მართლა მეკითხებით ამას?" — ირონიულად უპასუხა ვარსკვლავმა, რომლის თვალებშიც, წიგნის მიხედვით, "ბრაზის ნაპერწკლები ჩანდა". "ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," — დაამატა მან.
პიტი და პელტროუ 1994 წელს
ფოტო: Getty Images
"რეალურად კი, გვინეტი მეგობრებს უყვებოდა, რომ მისთვის მძიმე იყო მათი ქორწინების შესახებ ცნობების მიღება. ის ხუმრობით ამბობდა, რომ ბრედს "ქალებში საშინელი გემოვნება" აქვს," — წერს პელტროუს ბიოგრაფი, ეიმი ოდელი.
52 წლის მსახიობი ვერ მალავდა წყენას პიტისა და Friends-ის ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის ქორწინების გამო. მოგვიანებით, იმავე წელს კოსმეტიკური კომპანიის, Estee Lauder-ის მემკვიდრესთან, აირინ ლაუდერთან ბიზნესშეხვედრაზე, პელტროუმ კიდევ ერთი უხეში კომენტარი გააკეთა:
"ერთ ვახშამზე, ბრედ პიტზე საუბრისას, გვინეტმა თქვა: "ის იმაზე სულელია, ვიდრე გგონიათ,"" — წერს ოდელი.
ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი
ფოტო: Getty Images
პელტროუმ და პიტმა 1994 წელს დაიწყეს რომანტიკული ურთიერთობა ფილმის Se7en გადაღებებზე გაცნობის შემდეგ. თუმცა, გვინეტმა ჯერ კიდევ მაშინ შეიტანა ეჭვი მათი სიყვარულის სიმყარეში და, როგორც წიგნში ვკითხულობთ, ჰიუ გრანტის მიმართაც ჰქონდა სიმპათია.
"ფილმის Emma გადაღებებისას, გვინეტი ქასთის ერთ-ერთ წევრს ეუბნებოდა, რომ არ იყო დარწმუნებული, შეესაბამებოდა თუ არა ბრედი მას. "ბრედს და მე ძალიან განსხვავებული ბავშვობა გვქონდა. როცა რესტორანში მივდივართ და ხიზილალას ვუკვეთავთ, უნდა ავუხსნა, ეს ბელუგაა და ეს ოსეტრა," — იხსენებდა მსახიობი ერთ ინტერვიუში.
პიტი და პელტროუ 1996 წელს დაინიშნნენ, თუმცა 1997 წელს ურთიერთობა ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე დაასრულეს.
მოგვიანებით ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონს შეხვდა, მას 1999 წელს სთხოვა ხელი, ხოლო 2000 წლის 29 ივლისს ვარსკვლავურმა წყვილმა მალიბუში იქორწინა. წყვილი 2005 წელს დაშორდა, მას შემდეგ, რაც პიტმა რომანი დაიწყო ფილმის Mr. and Mrs. Smith პარტნიორთან, ანჯელინა ჯოლისთან.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ფოტო: Getty Images
გვინეტის შემდეგი რჩეული ბენ აფლეკი იყო, რომელიც იმ დროს ალკოჰოლთან და აზარტულ თამაშებთან ბრძოლის რთულ ეტაპს გადიოდა. მათი ურთიერთობა წელიწადზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა.
2003 წლის 5 დეკემბერს, პელტროუ Coldplay-ის ფრონტმენზე, კრის მარტინზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ: ქალიშვილი ეპლი და ვაჟი მოსე. წყვილმა 2014 წელს განქორწინება გადაწყვიტა.
დღეს გვინეტი პროდიუსერ ბრედ ფალჩაკზეა დაქორწინებული — მათი ქორწილი 2018 წელს შედგა.
წიგნი Gwyneth: The Biography გაყიდვაში 29 ივლისს გამოვა და უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთებისთვის.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები