ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

23 Jul. 2025, 14:29

"მსჯელობას იმაზე, სწორია თუ არა ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, აზრი აღარ აქვს. ყველა არგუმენტი ნათქვამი/დაწერილი მაქვს — უდიდესი შეცდომაა!

მაგრამ რაცაა, ეგაა. სანამ ქუჩაში ვართ, სანამ არ გავტყდით, სანამ წინააღმდეგობა არსებობს, სანამ საღამოს რუსთაველზე ხალხი დგას, ასეთ შეცდომებს მოვინელებთ.

მაგრამ რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე:

1. ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში. ერთობა არ არის და ასე არც იკვრება.

2. ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. სტრატეგიაში ავცდით ერთმანეთს.

ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გამოჩნდეს რომ ამ ცირკში ხალხი არ იღებს მონაწილეობას და მანდ ვცდებით ფუნდამენტურად.

3. ვერანაირი 3 000 ცხელი წერტილი ვერ იქნება. კი ჟღერს პოეტურად, მაგრამ მხოლოდ ჟღერს და ასეც დარჩება. ეს იცის ყველამ.

4. ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება. არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის მესამედი, არჩევნებზე, სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია, მოუგებს რეჟიმს, რომელიც თვითონ წერს რიცხვებს, მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად.

5. ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება. ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, არჩევნებით ძალაუფლებას არ თმობენ, არც დედაქალაქებში (არსად).

6. არანაირი "რეგიონებში გავალთ, ხალხს შევხვდებით" არ იქნება. რაც იქნება, იქნება მედია სპექტაკლები.
და ა.შ

რა იქნება რეალურად?

  • აი, რასაც ახლა ვუყურებთ ეგ იქნება, დაემატება მეტი რეპორტაჟი, როგორ დადიან პოლიტიკოსები ქუჩაში და როგორ ხვდებიან პარტაქტივს რეგიონებში.

    ასევე დაემატება საარჩევნო სატელევიზიო კლიპები და ქუჩის ბანერები. მეტი არაფერი არ იქნება.

  • იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები.

  • ძალიან მაღალი ალბათობით, მაგ პარტიებისთვის იქნება იმაზე ნაკლები ხმები, ვიდრე 26 ოქტომბერს აიღეს (ნომინალში).
  • იქნება მეტი უნდობლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის.

  • იქნება ქოცების პროპაგანდა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რადგან ამ პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში ჩაერთო.

  • იქნება პრობლემები გარეთ კომუნიკაციაში, რადგან შარშან ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები გაიყო ოპო ფლანგზე.

  • 4-ში ღამითვე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს.

  • მონაწილე პარტიების მხრიდან იქნება სპეკულაცია, რომ "აი, ერთად რომ მიგვეღო მონაწილეობა, დავლეწავდით კრამიტებს"

ეს ყველაფერი იქნება.

აი, 5 ოქტომბრიდან რა იქნება, ეგ ჯერ გაუგებარია.

მაგრამ დასაკიდებელია.

ახლა ამოცანა არის:

1. ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება
2. 4-ში ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა.

ბოლომდე!
08.07.2025"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
  2. რუსული მედია: აშშ-ს მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი ქართველია
  3. კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა
  4. "არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" — მარიამ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
  5. ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია

პაატა სალია: "ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის,…