ეჭვიც არ მაქვს, რომ კრემლი დგას ამ საკითხების უკან — იუკნევიჩიანე ძალადობრივ მოვლენებზე
ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების უკან კრემლი დგას. ფორმულას ეთერში მან აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები აშფოთებთ.
"ძალიან ცუდი ამბები მოგვივიდა ძალადობის შესახებ საქართველოდან. ყოველთვის ძალიან ცუდია ეს ამბები თქვენი მეგობრებისთვის საქართველოში. რაც მოხდა ამ დღეებში ნამდვილად არ არის კარგი ახალი ამბავი საქართველოსთვის და ვერ დააახლოვებს ეს საქართველოს ევროკავშირთან.
უნდა ვაღიარო, რომ ჩემს ქვეყანაში, ლიეტუვაში, მიუხედევად იმისა, რომ ევროკავშირის წევრები ვართ, ზოგჯერ გვესმის დისკუსიები და არის დემონსტრაციებიც ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს პარლამენტს სურდა მიეღო კანონი, ჩვენთან ასევე დაძაბული დემონსტრაციები იყო, მაგრამ საქართველოში რაც მოხდა, განსაკუთრებით გვაშფოთებს. ეს არის ძალადობა, სიძულვილის ენა და სიძულვილი.
მე ეჭვიც არ მაქვს, რომ კრემლი დგას ამ საკითხების უკან. მათთვის ე.წ. ოჯახის საკითხები ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ შეჩერდეს ისეთი ქვეყნების [წინსვლა], როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვაა. განსაკუთრებით ეხება ამ ქვეყნებს, რადგან ეს არის მართლმადიდებელი ქვეყნები და როგორც კრემლი აცხადებს, ახლოს არის რწმენით მათთან და ისინი ცდილობენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც სურთ იმ გზაზე იარონ, რომელზეც ჩემი ქვეყანა დგას", — განაცხადა მან. [ფორმულას თარგმანი]
მანვე აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ხელისუფლების მოქმედებებს. იუკნევიჩიანეს თქმით, მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა რომ შეეჩერებინა ძალადობა და დაეგმო ის ჯგუფები, რომლებიც ძალადობდნენ სხვებზე. მისივე თქმით, ფიქრობს, რომ ისინი ცდილობენ ეს გამოიყენონ არჩევნებამდე, რაც შემაშფოთებელია.
ევროპარლამენტარმა კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სურთ სჯეროდეთ საქართველოს გაცხადებული ევრო-ატლანტიკური კურსის და იმედს იტოვებს, რომ მთავრობა აღმოაჩენს თავში საკმარის პოლიტიკურ ნებას, რომ 2024-ში წევრობის განაცხადის პირობა აღასრულოს. მისი თქმით, მხოლოდ დაპირება საკმარისი არ არის და საჭიროა "იმოქმედო ისე, როგორც ევროპელმა".
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები