ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება — ლანა ღოღობერიძე ჰომოფობიას გმობს
ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 5 და 6 ივლისს საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების მიერ "ღირსების მარშის" წინააღმდეგ ჩატარებულ ძალადობრივ კონტრაქციებს გამოეხმაურა:
"პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი! უარი ათქმევინა ღირსების მარშის მოწყობაზე. სცემა და ცხვირპირი ჩაუმტვრია ჟურნალისტებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას!".
92 წლის ქართველი ხელოვანი, რომელიც შემოქმედია ისეთი აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა როცა აყვავდა ნუში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და დღეს ღამე უთენებია, გმობს ძალადობას და მხარს უჭერს თანასწორობას:
"დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა. გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე!
ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება", — წერს რეჟისორი ფეისბუქის პირად გვერდზე.
გთავაზობთ ლანა ღოღობერიძის ტექსტს სრულად:
"ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ. ამ დღეებში ჩემ სამშობლოში მოხდა რაღაც, ძალიან შემაშფოთებელი.
პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი! უარი ათქმევინა ღირსების მარშის მოწყობაზე. სცემა და ცხვირპირი ჩაუმტვრია ჟურნალისტებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას!
და ბოლოს, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლო, 30 წლიანი დამოუკიდებლობის და დასავლეთისკენ თითქოს გააზრებული მსვლელობის ფონზე ვიხილეთ საოცარი აქტი: როგორ ჩამოხსნა ოფიციალური შენობიდან ადამიანთა ჯგუფმა ევროკავშირის დროშა! და მარტო ჩამოხსნა კი არა, დაწვა!
ახლა პირდაპირი გზა გვაქს: არ გვინდა დასავლეთი, არ გვინდა თავისუფლება და თანასწორობა, არ გვინდა სილაღე და სიხარული, ერთმანეთის გაგება და დაფასება, წინ! თუ პირიქით, უკან: საბჭოთა კავშირისკენ და უფრო ახლოს, პუტინის რუსეთისკენ! წინ, პიროვნების ჩაგვრისა და განადგურებისაკენ, სიბნელისა და სიღარიბისკენ!
მე ყველაფრის უფლება მაქვს, რადგანაც ის ჩემგან განსხვავებულია, რა მნიშვნელობა აქვს, კანის ფერით, აღმსარებლობით თუ სექსუალური ორიენტაციით! მთავარია, რომ მე უმრავლესობას წარმოვადგენ, ის კი უმცირესობას! ამიტომ მე თავისთავად მართალი ვარ!
და მე გულით მაინტერესებს: ნუთუ მათ, ვინც ეს ყველაფერი მოიმოქმედა, აქვთ კმაყოფილების შეგრძნება? მეტიც, სიამაყის განცდა?
მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ულხინთ და არც ისე კარგად გრძნობენ თავს ამ ცხოვრებაში, იქნებ არც დასაქმებულები არიან, ვერც ოჯახებს არჩენენ წესიერად... ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს. ეს ისეთი ელემენტარული განცდაა: ჩვენ ბევრნი ვართ, ბევრად მეტი, ვიდრე ისინი, და ამიტომ შეგვიძლია დავჩაგროთ, ჩავკლათ მათში ადამიანური ღირსება და ამით ჩვენი ადამიანური ღირსება დავამტკიცოთ!
თქვენ გგონიათ, რომ მოქმედებთ ქრისტიანობის სახელით, მაგრამ პირველქმნილი ქრისტიანობა თავის არსში ზუსტად საწინააღმდეგოს ქადაგებს და ეს მთავარი — მოყვასის მიმართ სიყვარული და თანაგრძნობაა.
დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა. გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე!
ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება".
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულები არიან 6 ივლისსაც, თუმცა ამ დროისთვის ზუტი ინფორმაცია უცნობია. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს კი, შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა კიდევ სამი ადამიანის დაკავების შესახებ, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან. რაც შეეხება 6 ივლისის აქციას, ამ შემთხვევაში პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.
ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. ისინი თავს დაესხნენ სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებს, ასევე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალება შეაგდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები