პოსტკოვიდური სინდრომი — როგორ აზიანებს COVID-19 ორგანიზმს
დაკვირვებიხართ, რომ მხოლოდ მაშინ ვაფასებთ თავისუფლად სუნთქვას, როცა სურდო გვაქვს და სუნთქვა გვიძნელდება? — ეს ნორმალურია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენისთანავე, ვიწყებთ ფიქრს იმ უდარდელ დროზე, როცა აღნიშნული სიმპტომები არ გვაწუხებდა. ერთ-ერთ უდიდეს დისკომფორტს, რომელსაც კოვიდგადატანილი ადამიანები ახლა განიცდიან #პოსტკოვიდ პერიოდი ან პოსტკოვიდ სინდრომი ეწოდება. მსგავს პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ განვითარებული სიმპტომატიკა არ აღენიშნებოდათ არც კორონავირუსული ინფექციის გადატანამდე, არც ინფიცირების პერიოდში. ჩივილების უმრავლესობა მკვეთრად უქვეითებთ მათ ცხოვრების ხარისხს!
მსოფლიოსა და საქართველოში არ წყდება #პოსტკოვიდ მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამაზე მუშაობა. ერთეული სამედიცინო ცენტრები უკვე ფლობენ პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას, როგორ მართონ ეს პროცესი.
#პოსტკოვიდის ძირითადი ჩივილები:
- თავის ტკივილი;
- ძილის დარღვევა;
- თავბრუსხვევა;
- წნევის ციფრების მატება ან მნიშვნელოვანი კლება;
- წონასწორობის და მდგრადობის დარღვევა;
- მეხსიერების დაქვეითება;
- სისუსტე და ადვილად დაღლა;
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი (ხშირია მუხლის ტკივილი, მკერდის ძვლის ტკივილი);
- ოფლიანობა;
- წონაში კლება ან წონაში მატება;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
- ყაბზობა;
- მეტეორიზმი;
- ალერგიული რინიტი, რომელიც მანამდე პაციენტს არ აწუხებდა;
დანამატი წიაღების ანთებითი პროცესები; სურდო, სუნთქვის გაძნელება; - გახანგრძლივებული ხველა;
- გულის ფრიალი;
- გულის რითმის დარღვევა (ტაქიკარდია, ბრადიკარდია)
- კანის ქავილი, გამონაყარი ელემენტები კანზე.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად (და უმეტესად) მიჩნეული იყო, რომ COVID-19 აზიანებს ფილტვებს, რეალურად სხვა ორგანოებზეც აქვს უარყოფითი ზეგავლენა, ამიტომ აუცილებელია მათი ფუნქციის კვლევა ვირუსის გადატანის შემდგომ.
გული
იმ პაციენტებშიც კი, ვინც საშუალო სირთულით გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის თავზე გულის კუნთის პრობლემა გამოჩნდა, რაც ზრდის მის ფუნქციასთან დაკავშირებული საფრთხეების რისკს.
ტვინი
საშიშად ჟღერს, თუმცა მათ შორის ახალგაზრდა პაციენტებშიც კი, შესაძლებელია კოვიდ-19 გახდეს ისეთი სერიოზული პათოლოგიის გამომწვევი გახდეს, როგორიცაა გილან-ბარის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს დროებითი პარალიზი. მაიოს კლინიკის ცნობით, შესაძლოა ასევე გაიზარდოს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განვითარების რისკები.
ფილტვები
ორგანო რომელიც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა! ინფიცირების პერიოდში დაზიანებული ფილტვის ალვეოლები, #პოსტკოვიდ პერიოდში გართულებული სუნთქვის მიზეზია!
სწორედ ამიტომ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდგომ, მინიმუმ 6 თვის მანძილზე ჰქონდეს პაციენტს მჭიდრო ურთიერთობა ექიმ თერაპევტთან.
დროული ვიზიტით სამედიცინო ცენტრში, ვიწრო სპეციალიზაციის ექიმთან კონსულტაციითა და #პოსტკოვიდ სიმტპომური მკურნალობით, პრობლემა დაძლევადია!
სამედიცინო ცენტრი ციტოს თერაპევტი თვეების მანძილზე დაკვირვებასა და პრაქტიკაზე დამყარებულ ცოდნას გაგიზიარებთ და მკურნალობის სწორ კურსს დაგინიშნავთ, თუკი პოსტკოვიდური სინდრომი თქვენც გტანჯავთ.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
კომენტარები