NASA-ს მარსმავალი წითელ პლანეტაზე ობობას ქსელის მსგავს ნიმუშებს შეისწავლის
NASA-ს მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე საინტერესო სტრუქტურების შესწავლა გადაწყვიტეს.
გასულ კვირას კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მისი გამოცდილი მარსმავალი (Curiosity) მთა შარპის შესასწავლად გაგზავნეს. ეს ის ადგილია, სადაც ობობას ქსელის მსგავსი ნიმუშებია.
ქედების ეს რთული ნიმუში ჩამოყალიბდა მიწისქვეშა წყლების მიერ, რომლებიც მილიარდობით წლის წინ მიედინებოდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მინერალებს უნდა ჰქონოდა, რაც პოტენციურად გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, არსებობდა თუ არა მიკრობული სიცოცხლე ოდესღაც მარსზე.
აქამდე ამ ფორმების საუკეთესო გამოსახულება Reconnaissance Orbiter-იდან გვქონდა. ამჯერად Curiosity-ის ჯერია, რომელსაც ამ მხრივ ბევრად მეტი შეუძლია.
Aeolis Mons-ის სახელწოდების მთა სიმაღლეში რამდენიმე კილომეტრია. რაც შეეხება თავად ობობას ქსელის მსგავს ნიმუშებს, ის 10 კილომეტრზეა გადაჭიმული.
კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მსგავსი ფორმირებები არსებობს დედამიწაზეც, მაგრამ ჩვეულებრივ გვხვდება კლდეებზე და გამოქვაბულებში. მეტიც, ჩვენს პლანეტაზე ეს ფორმები სიგრძეში ამხელა არსად არის.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თუ მარსს ოდესმე შეეძლო სიცოცხლის შენარჩუნება, ამის მტკიცებულება სწორედ აქ უნდა ვეძებოთ.
"ეს ქსელები ოდესღაც მინერალებით უნდა ყოფილიყო სავსე. შესაბამისად, ამ ადგილების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია", — თქვა კირსტენ ზიბახმა, NASA-ს მეცნიერმა.
Curiosity-ის მავალი დანიშნულების ადგილამდე 2025 წელს მიაღწევს.
კომენტარები