ნაწარმოებები, რომელთა საგამოცდო პროგრამაში შეტანასაც ქართულ ოცნებას ვურჩევთ
ფოტო: On.ge
"ქართული ოცნების" რეჟიმმა დღეს ეროვნული გამოცდების განახლებული პროგრამა წარგვიდგინა, რომელშიც საგანგაშო ცვლილებებია შეტანილი. პროგრამიდან ამოღებულია ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მკითხველს დიქტატორული რეჟიმისადმი კითხვის ნიშნებს უჩენს, საქართველოს დამოუკიდებლობის ნარატივს ატარებს, აკრიტიკებს ურაპატრიოტიზმს, და რუსეთს ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტრად წარმოაჩენს. ამოღებულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, პაოლო იაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები.
ამ ნაწარმოებების საპირწონედ "ქართულ ოცნებას" ეროვნული გამოცდების პროგრამაში შესატანად რამდენიმე ლიტერატურული მაკულ...ნაწერი გვინდა, ვურჩიოთ. აშკარაა, რომ განათლებული თაობის აღზრდა და ქართულ-ევროპული ღირებულებების შენარჩუნება მათთვის პრიორიტეტი არაა, ამიტომ, შეგვიძლია აბიტურიენტებს უკვე ისეთი ნამუშევრები ვასწავლოთ, რომელთაც თავად ჩვენი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ შედევრებად.
ლადო კახაძის ლექსები
ფოტო: Formula / On.ge
ბევრმა არ იცის, რომ ლადო (ვლადიმერ) კახაძე, პარლამენტარად ქცეული ექიმი, მგოსანიც ყოფილა. ბატონი ბიძინასადმი მისი ერთგულება ალბათ, მალე დასაჩუქრდება რაიმე მნიშვნელოვანი პრივილეგიით, გარდა პარლამენტარის 12 000 ლარიანი ხელფასისა, მაგალითად, ეროვნულ გამოცდაში მისი რომელიმე ლექსის შეტანით. ჩვენ ამ ლექსს ვუწევთ რეკომენდაციას, შეიძლება მოღალატე პოლიტიკოსებზე დააფიქროს აბიტურიენტები:
ქვეყანა ისევ ფუქსავატობს . . .
რასაც ადრე სხვები აკეთებდნენ, დღეს მაგას სხვები აკეთებენ.
ტყუილი ისევ რჩება ეგრეთწოდებული სიმართლის წყაროდ.
ბატონობენ ბატონობას ცუდად ნასწავლი ბატონები.
ეს უკვე იყო . . .შედეგი _ არაფერი. არაფერი კი არა, არაფერზე უარესი
იმედის საბოლოოდ გადაწურვა. გაუკეთებლის შეუძლებლად მონათვლა და გამართლება გაუკეთებლობისა.
ისევ ბევრი და არაფრისმქონე.
ისევ ბევრი და არამართალი.
მოჩვენებითი მოძრაობაა, ისიც მხოლოდ ადგილზე.
უღირსი ღირსების ტარება.
შუქგაუმტარი მინები.
არადროულად დათესილი ყანა.
ღვინოზე ძვირი ლუდი.
კლასიკა კლასიკურად კვანტგამოდებული.
გუნდრუკის მკმეველთა ქორო.
საფლავზე მისული ჟურნალისტები.
ურთიერთობის განსაკუთრებულ სოციალურ ფორმად ფორმალურად ქცეული ოჯახი.
უგვანოთა სილამაზის კონკურსები.
უხმოთა არიები.
არამხედველთა ნახატები.
დაუძლურებული ძლიერები.
დაუღეჭავად მყლაპველები.
მაღალი ქონდრისკაცები.
მოკლეთ ფაქტი სახეზეა . . .
არჩილ თალაკვაძის ლექსი ალუჩა
ფოტო: On.ge
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, დაოჯახებაზე მსხმოიარე ალუჩის შეხედვამ დააფიქრა. ამ პერვერსიული ფიქრებისა და დეპუტატის მარტოსულობის გაანალიზება ეროვნული გამოცდის თემაში ალბათ, საინტერესო დავალება იქნება.
ალბათ ასეა,
დროა, უკვე ცოლი შევირთო.
ალუჩას სოფლად რა ხანია
შვილი გაუჩნდა...
ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა
გაზაფხული.
მე მინდა ქალი ტანადი
და სრული,
დიდგვაროვანთა შთამომავალი,
თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,
რომელიც ქრის
მხოლოდ ერთი მიმართულებით:
რომ მარტოობა არის ჩემთვის
თავადის ასული.
ირაკლი კობახიძის დაბრუნება ტერანუოვაში
ფოტო: tenor
""ქართული ოცნების" სიის მესამე ნომერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აქ შევჩერდები, გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე" — ასე გააცნო თავი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო სიის წარდგენის დროს და იმის აღნიშვნა კი გამორჩა, რომ მხატვრული ლიტერატურის დამსახურებული ავტორია. დაბრუნება ტერანუოვაში კობახიძემ სტუდენტობისას დაწერა, მაშინ, როცა სამართალს სწავლობდა, რათა შემდეგ თავისივე ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელი გაეხადა. ვფიქრობთ, ამ ნაწარმოების საგამოცდო პროგრამაში შეტანაც აუცილებელია.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები