ასტრონომებმა დედამიწის მინი-მთვარე დააფიქსირეს — ის უკვე ჩამოგვშორდა
რამდენიმე კვირის განმავლობაში დედამიწის გარშემო ორი ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობდა. ერთ-ერთი მთვარე იყო, მეორე კი ასტეროიდი 2024 PT5, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე დროებით შენარჩუნდა.
ასეთ ობიექტებს მინი-მთვარეები ეწოდება და ისინი დედამიწის გარშემო მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობს ხოლმე. ეს გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგია.
ამგვარად, 2024 PT5 ჩვენი პლანეტის მიზიდულობამ დროებით მინი-მთვარედ აქცია, რაც 29 სექტემბერს მოხდა. 25 ნოემბერს მან ორბიტა დატოვა და ნელ-ნელა უკვე გვშორდება. ასტრონომებმა ამ მცირე ზომის კოსმოსური სხეულის დაფიქსირება მოახერხეს, რაც მათ მადრიდში არსებული ორმეტრიანი ტყუპი ტელესკოპით შეძლეს.
აი, ისიც:
მეცნიერები ფიქრობენ, რომ 2024 PT5 ე.წ. არჯუნას ჯგუფის ასტეროიდებს მიეკუთვნება. ესენია დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტები, რომელთაც ჩვენი პლანეტის მსგავსი ორბიტა აქვს. ისინი ინდოეთის ტერიტორიაზე ძველად არსებული კურუს სამეფოს ხელმწიფისა და ეპოს მაჰაბჰარატას მთავარი პერსონაჟის სახელს ატარებს.
2024 PT5 დედამიწას სამუდამოდ არ ჩამოშორებია. ის 2025 წლის 9 იანვარს დაბრუნდება და უფრო ახლო დისტანციაზე ჩაგვივლის, მაგრამ ზედმეტად სწრაფად იმისთვის, რომ დედამიწის გრავიტაციამ ისევ მიიზიდოს და დროებით მინი-მთვარედ აქციოს. ეს არც ამის მომდევნო სტუმრობისას მოხდება, 2055 წელს.
კომენტარები