NASA-ს მეცნიერებმა 2024 წლის აპრილში ჩატარებული კვლევისას მიღებული მონაცემები გააანალიზეს. მათ ეს მონაცემები გრენლანდიაში, არქტიკული ყინულის ზემოთ ფრენისას მოიპოვეს.

NASA-ს მფრინავმა სარადარო ინსტრუმენტმა (Gulfstream III) დააფიქსირა მიტოვებული "ქალაქი ყინულის ქვეშ": ცივი ომის რელიკვია, რომელიც ოდესღაც სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ.

ფორპოსტი, სახელწოდებით Camp Century, მოიცავს გვირაბების მასიურ ქსელს, რომელიც გათხრილია ყინულის ზედაპირულ ფენებში, დაახლოებით 241 კილომეტრის სიგრძეზე. 1959-იდან 1967 წლამდე, ეს ადგილი გამოიყენებოდა არქტიკიდან ბირთვული რაკეტების გაშვების მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.

მოულოდნელი აღმოჩენა

მონაცემები Gulfstream III-ზე დამაგრებულმა რადარმა, UAVSAR-მა შეაგროვა.

"ახალი კვლევის შედეგად, საიდუმლო ქალაქში ცალკეული სტრუქტურები დააფიქსირეს ისე, როგორც აქამდე არასდროს", — თქვა NASA-ს მეცნიერმა, ჩად გრინმა.

მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებების გამო ყინული დნება და საიდუმლო ქალაქი ახლა უფრო მარტივად შესამჩნევია.

ექსპერტები ადრე ვარაუდობდნენ, რომ ეს ადგილი მხოლოდ საუკუნის ბოლოსკენ გამოჩნდებოდა. თუმცა, ყინულის დაჩქარებულმა დნობამ ეს პროცესიც დააჩქარა.

აღსანიშნავია, რომ მისიის უპირველესი მიზანი არქტიკაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესწავლა იყო. ეს ბოლო აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იცვლება გარემო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.