5 შემთხვევა, როცა ადამიანებმა მადლიერებით უცნობების ცხოვრება შეცვალეს
ფოტო: Faze design studio
მადლობას ყოველთვის სიტყვებით ვერ გამოვხატავთ, ხოლო "ჩაი", ანუ სამადლობელი, ისევე როგორც მადლობა, თითქმის არასდროსაა სავალდებულო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი საქციელი ჩვენზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები და სამადლობელის დატოვებითაც საკუთარ ხასიათს ვაჩვენებთ. ამ ჟესტით ადამიანის მიმართ, რომელმაც ჩვენს სასიამოვნო ვახშამსა და საღამოზე იზრუნა, მადლიერებას გამოვხატავთ. ეს ნიშნავს, რომ მზრუნველობა ორმხრივია და იმავე ადგილზე დაბრუნების შემთხვევაში, მეგობრული გარემო დაგვხვდება.
ალბათ მეგობარ ტურისტს საქართველოში ჩამოსვლის წინ ერთხელ მაინც უკითხავს, რა სიტუაციაა საქართველოს რესტორნებში სამადლობელის დატოვებაზე. მართალია, მადლობის რიცხვებით გამოხატვის ჩვევა წარსულში ჩვენთან არც ისე გავრცელებული იყო, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკით გადახდილი თანხის 5-20%-ის დატოვებაა მიღებული.
სამადლობელის დატოვების ფორმასა და ოდენობაზე კულტურებიც ახდენენ გავლენას. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომელ ქვეყანაში როგორი ეტიკეტია ამ კუთხით. მაგალითად ჩინეთში, კორეასა და ავსტრალიაში სამადლობლის დატოვება არც ისე გავრცელებული ფორმაა, რადგან მომსახურე პერსონალს ამ ქვეყნებში ისედაც მაღალი ხელფასი აქვს, თუმცა ამერიკასა და ევროპაში სამადლობელი ბევრს ამბობს ჩვენს გულუხვობასა და ურთიერთპატივისცემაზე.
მაგალითად, ავსტრიასა და საფრანგეთში მომსახურების საფასური ქვითარში უკვე შეტანილია, თუმცა ვიზიტორები დამატებით 5%-ს მაინც ტოვებენ. ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში სამადლობელი 10%-ით განისაზღვრება, ეს რაოდენობაა უნგრეთშიც. ამერიკაში კი სამადლობელი 15-დან 25%-ია.
ხშირად არ ვიცით, რომ სამადლობელით სხვა ადამიანების ცხოვრებას ვცვლით, მაგრამ ზოგჯერ გულუხვი ჟესტის მიზანი სწორედ ესაა. დღეს იმ მაგალითებს გიჩვენებთ, როცა ადამიანებმა მადლიერების გამოხატვით ერთმანეთის ცხოვრება შეცვალეს.
1. $16 000-იანი სამადლობელი ჰოთდოგის შემდეგ
ფოტო: Supplied
უცნობმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნიუ-ჰემფშირში ჰოთდოგი, ფრი და სასმელი მიირთვა, 37 დოლარის გადახდის შემდეგ რესტორანს $16 000-იანი სამადლობელი დაუტოვა. "ერთიანად არ დახარჯო", — ეხუმრა ის ბარმენს და ადგილი დატოვა.
მოგვიანებით ბარმენმა თქვა, რომ სამადლობელი კიდევ 4 თანამშრომელს გაუნაწილა, რომლებიც მარტოხელა დედები იყვნენ. ისინი წლების განმავლობაში პირველად აპირებენ საზაფხულოდ დასასვენებლად წასვლას, რადგან ამის საშუალება მანამდე არ ჰქონდათ.
2. $5000-იანი სამადლობელი ბედნიერი შობისთვის
ჯიანა დიანჯელო სტუდენტია და ექთნის პროფესიას ეუფლება. ის ვერც კი წარმოიდგენდა, თუ 2020 წელს, საშობაოდ უცნობი ადამიანებისგან საჩუქარს მიიღებდა. რესტორნის სტუმრებმა მის სახელზე 205-დოლარიანი ჩეკის გადახდის შემდეგ $5000 დატოვეს, რომ ბედნიერი შობა ჰქონოდა.
"ამ ფულს კოლეჯის გადასახადისთვის შევინახავ, შობას კი ნაკლები სტრესით გავატარებ. საოცარია, ასეთი ადამიანები რომ არსებობენ. ოდესმე, როცა ექთანი გავხდები და სხვა ადამიანებს დავეხმარები, სამყაროს ჩემი საქმით გადავუხდი მადლობას", — თქვა ჯიანამ.
3. $5000-იანი სამადლობელი მანქანისთვის
გრეგ რუბერი
ფოტო: Michael Paulsen
ტეხასში, იტალიურ რესტორანში მომუშავე მიმტანის, გრეგ რუბერის ცხოვრება ერთმა სამადლობელმა მართლაც შეცვალა. ის 16 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ადგილობრივ წყვილს, რომლებმაც შემთხვევით გაიგეს, რომ გრეგის მანქანა 2013 წელს წყალდიდობისას დაიკარგა.
ერთ-ერთი სადილის შემდეგ გადახდისას წყვილმა გრეგს $5000 დოლარი გადასცა და უთხრა, რომ ეს თანხა მხოლოდ იმისთვის მისცეს, რომ მას ახალი მანქანა ეყიდა.
"მოულოდნელად 50 ცალი 100-დოლარიანი გადმომცეს. ხანდახან ჩვენი სტუმრები მართლაც ფიქრობენ და ღელავენ ჩვენზე, როგორც ადამიანებზე და მათთვის მხოლოდ შეკვეთის მიმტანები არ ვართ", — თქვა გრეგმა და დასძინა, რომ ახალი მანქანისთვის ფულის შესაგროვებლად წლები დასჭირდებოდა, მანამდე კი გადასაადგილებლად სამსახურის მანქანას ქირაობდა.
4. $3-მილიონიანი "სამადლობელი"
It Could Happen To You, 1994
ფოტო: TriStar Pictures
ეს ამბავი 1984 წელს მოხდა და იმაზე ამაღელვებელია, ვიდრე წარმოიდგენთ. 25 წლის განმავლობაში დეტექტივი რობერტ კუნინგემი თითქმის ყოველ საღამოს ნიუ-იორკის ერთ პიცერიაში ატარებდა და იქ მომუშავე მიმტანსაც დაუმეგობრდა.
ერთ საღამოს, პოლიციელმა აღმოაჩინა, რომ სამადლობელის დასატოვებლად საკმარისი თანხა არ გააჩნდა და შესთავაზა, რომ მასთან ერთად ლატარიის ბილეთს შეავსებდა, მოგების შემთხვევაში კი ფულს გაიყოფდნენ.
2 დღის შემდეგ, მან რესტორანში დარეკა და მიმტანს უთხრა, რომ ბილეთმა $6 მილიონი მოიგო და როგორც დაპირდა, მათ ფული შუაზე გაინაწილეს. მოგვიანებით ამ ამაღელვებელ ისტორიაზე ფილმიც გადაიღეს, It Could Happen to You, რომელშიც ნიკოლას ქეიჯი მონაწილეობს.
5. ანდერძი სამადლობელის შემდეგ
აზიელმა მილიონერმა, რობერტ ელსვორტმა სიკვდილის შემდეგ ორ მიმტანს $100 000 დაუტოვა. რობერტ ელსვორტი წარმატებული კოლექციონერი იყო და ნიუ-იორკში ყოფნისას საყვარელ რესტორანს 53 წლის განმავლობაში ძალიან ხშირად სტუმრობდა, სადაც მინიმუმ 20%-იან სამადლობელს ტოვებდა.
იმის მიუხედავად, რომ ელსვორტმა მიმტანების გვარებიც კი არ იცოდა და ანდერძში მათი სახელების გვერდით რესტორნის დასახელება მიაწერა, ორივე ადამიანი მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო. მისი სიტყვებით, გულუხვმა ჟესტმა მათი ცხოვრება შეცვალა.
ახლა, როცა მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობაში დარწმუნდი, განსაკუთრებით გაგახარებს საქართველოს ბანკის სამადლობელი, რომლის დახმარებითაც რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების გამოხატვა და "თიფის" დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლია.
აღნიშნული ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა, მოითხოვო საქართველოს ბანკის ტერმინალი, მასზე ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადო მომსახურების საფასური და მასთან ერთად დატოვო სამადლობელიც. სამადლობელის გადახდა ნებისმიერი ბანკის (Visa და MasterCard) ბარათითაა შესაძლებელი. ასევე, შეგიძლია, Apple Pay-სა და Tskapp აპლიკაციაც გამოიყენო, თუმცა მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.
-
ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია
გადახედვა
-
დავით ზურაბიშვილი: ღარიბაშვილს ტყუილად აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუბრუნებს გულს, საბოლოო ჯამში, ამას კობახიძე შეეწირება დავით ზურაბიშვილი: ღარიბაშვილს ტყუილად აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუბრუნებს გულს, საბოლოო ჯამში, ამას კობახიძე შეეწირება
გადახედვა
-
ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
-
ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა
გადახედვა
-
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გადახედვა
-
$12 მლნ-იანი სანქცია და აუქციონზე გაყიდული სახლი — როგორ ჩამოაშორა "ოცნებამ" ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკას? $12 მლნ-იანი სანქცია და აუქციონზე გაყიდული სახლი — როგორ ჩამოაშორა "ოცნებამ" ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკას?
გადახედვა
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
კომენტარები