საია სააპელაციოში ასაჩივრებს იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობას, უზენაესის მოსამართლეებს ვადა გაუგრძელოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს პარლამენტის მიერ 10 წლის ვადით დანიშნულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.
"კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმისათვის, რომ მოქალაქემ უზენაეს სასამართლოში განახორციელოს მართლმსაჯულება, ამისათვის, კონსტიტუციის მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია.
როდესაც იწურება 10 წლიანი ვადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კარგავს საპარლამენტო ლეგიტიმაციას, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება, არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციის მოთხოვნებთან", — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
საია საკონსტიტუციოში ორი მსჯავრდებულის ინტერესს ინტერესს იცავს. ორივე მათგანის საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა მოსამართლე პაატა სილაგაძე მაშინ, როცა მისთვის პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებიდან 10 წელი უკვე გასული იყო.
"პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა დანიშნა 2008 წლის 23 ოქტომბერს 10 წლის ვადით. პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ამის მიუხედავად, პაატა სილაგაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 8 ოქტომბერს გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა [...] სწორედ ამ პერიოდში განიხილა პაატა სილაგაძის პალატამ იმ პირთა საქმეები, რომელთა ინტერესებსაც საია საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია-ს ინფორმაციით, სილაგაძის მსგავსად, იუსტიციის საბჭომ უფლებამოსილება გაუგრძელა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილსაც.
საია-ში აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, ვადა გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს (საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი) ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1 ელ პუნქტს (სამართლიანი სასამართლოს უფლებას) და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს (საქმე უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება კონკრეტული საქმე).
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები