საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა — ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფოტო: On.ge
ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანა ამას მოუმზადებელი შეხვდა და გამოიკვეთა ხარვეზები არა მხოლოდ მთავრობის ფუნქციონირების ოპერაციულ, არამედ ნორმატიულ დონეზეც. მათი თქმით, სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა და პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც. გარდა ამისა, ანგარიშში "დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა" დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული.
ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება — მთავრობის საქმიანობის აღწერა ორდინარულ ვითარებაში და კაბინეტის საქმიანობის შეფასება საგანგებო მდგომარეობის 2-თვიან პერიოდში.
"როგორც აღმოჩნდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა. მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა (ან სათანადოდ არ გამოიყენა) ნორმატიულ ან ფაქტობრივ დონეზე უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური დროებითი სისტემა, რისი საჭიროებაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურდა", — ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე, ცალკე პრობლემად არის გამოყოფილი მთავრობის საქმიანობის გაუმჭვირვალობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა.
"მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა. მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა. პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც".
რეკომენდაციები
დოკუმენტში რეკომენდაციები მოცემულია თემატურად, რაც ქვესაკითხებს მოიცავს. ესენია:
- საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება
- დახურული სხდომები — საჭიროა მთავრობის კანონსა და რეგლამენტში ცვლილება, რომლითაც მისი სხდომები იქნება ღია, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში განისაზღვრება დახურვის შესაძლებლობა;
- ელექტრონული მთავრობა — უმჯობესი იქნება, თუ საქართველოში ელექტრონული მთავრობის პროგრამით საკითხის გადაწყვეტას მიეცემა გამონაკლისის სახე და ამას მთავრობის ადმინისტრაციის ნაცვლად პრემიერმინისტრი გადაწყვეტს მთავრობის სხდომის მომზადების ეტაპზე; უნდა განისაზღვროს ინიციატორის შესაძლებლობაც, მოითხოვოს საკუთარ პროექტზე გადაწყვეტილების მიღების ფორმატი;
- დოკუმენტების გამოქვეყნება — ვალდებულება უნდა აისახოს მთავრობის რეგლამენტში;
- მთავრობის აქტებზე ხელმისაწვდომობა — ნებისმიერი პირისთვის სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებულ ვერსიებზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი;
- უფლებამოსილებათა გამიჯვნა კაბინეტსა და მინისტრებს შორის — გამიჯვნა რაიმე კრიტერიუმს უნდა დაექვემდებაროს. სამინისტროს გამგებლობის სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის კომპეტენცია გადაეცეს კაბინეტს, ხოლო პროცედურების განსაზღვრა მიენდოს სამინისტროს;
- პრემიერის ფრაგმენტული ფუნქციები — უმჯობესია, ასეთი უფლებამოსილებები გადაეცეს კაბინეტს, რაც უფრო ლოგიკურს გახდის უშუალო აღმასრულებელი ფუნქციების გადანაწილებას სამთავრობო აქტორებს შორის;
- პრემიერის საკადრო უფლებამოსილებები — რეკომენდებულია, მინისტრების მოადგილეები თავად მინისტრმა დანიშნოს, ხოლო სამინისტროების სსიპ-ების უფროსები დანიშნოს შესაბამისმა მინისტრმა კონკურსის საფუძველზე:
- მთავრობის აქტებზე მინისტრებს შორის წინასწარი შეთანხმება — მთავრობის რეგლამენტით გაიწეროს, რომ მინისტრებს შორის წინასწარი შეთანხმების შეუძლებლობის პირველივე შემთხვევის შემდეგ საკითხი მაინც გავიდეს მთავრობის სხდომაზე, სადაც კოლეგიურ ფორმატში გადაწყდება მისი ბედი;
- საგანგებო კანონმდებლობა — მნიშვნელოვანია, მსგავსი ჩანაწერები გაუქმდეს, მათი გადაწყვეტა დარჩეს საგანგებო კანონმდებლობას (დეკრეტს), საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმა კი შექმნას საგანგებო მდგომარეობის მთლიანი ციკლის მხოლოდ პროცედურული საფუძვლები;
- საგანგებო სიტუაციების რეგულირება — მნიშვნელოვანია, კანონმა შემოიღოს საგანგებო სიტუაციების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად მოერგება სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციებს როგორც მართვის, ისე ოპერაციულ დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებების კუთხით, რათა ისინი ორდინარულ პერიოდში მაქსიმალურად გამოყენებადი გახდნენ.
2. კანონმდებლობის იმპლემენტაცია
- თავდაცვის ძალების გამოყენება — პრემიერმა ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალები ქვეყნის მხოლოდ იმ ნაწილში გამოიყენოს, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა;
- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება — მთავრობა ვალდებულია, მეტი არგუმენტაცია წარუდგინოს საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და დახურულ ფორმატში განხილვიდან უმალვე არ გადაწყვიტოს მისი შეთავაზება ქვეყნის პირველი პირისთვის;
- უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ფორმატი — მნიშვნელოვანია, ისეთი უწყებების მუშაობაში, რომლებიც ფაქტობრივად სახელმწიფოს მართვის სადავეებს (თუნდაც დროებით) იღებენ, ჩართოს ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტებისა და პარლამენტის წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობა უფრო გამჭვირვალეს და ინკლუზიურს გახდის საგანგებო მდგომარეობის მართვას. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ორგანოებმა სავალდებულო წესით აწარმოონ სხდომების ოქმებიც, სხვაგვარად შეუძლებელია მათი მუშაობის შეფასება და დადასტურება, ვინაიდან ისინი ფორმალურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები