ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

24 Jul. 2025, 16:08

"მართალია დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ადამიანების დაკავება პრევენციული მიზნებითო. დაკავებულია 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანისგანო. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები და ძალადობრივი ქმედება, არ ხდებოდა ადამიანების დაკავებაო.

როდესაც უმაღლესი თანამდებობის მქონე პირი, სასამართლო განხილვის პარალელურად აკეთებს კომენტარებს, რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. მითითებას აძლევს მოსამართლეს, რომ გამოიტანოს გამამტყუენებელი განაჩენი და ეს არღვევს კონსტიტუციურ პრინციპებს.

თუ ვინმე დაზიანდა [პოლიციელები აქციებზე], ეს არის ძალიან ცუდი და ნამდვილად არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები აქ მოდიან, დაზარალებულების ეგიდით და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ... ასე არ დგინდება სამართალი. უმისამართოდ, პერსონიფიცირების გარეშე არ ხდება დანაშაულის დადგენა. ამაზე ყველა ვთანხმდებით.

ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით გოგოებს და ბავშვებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან? რატომ არ არიან დაჭერილი? მეოთხედ თუ მეხუთედ ვამბობ [კობახიძეზე] ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. იმედია, გაუძლებთ მის მარწუხებს [მიმართავს მოსამართლეს]."

სინდისის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სინდისის პატიმრები პრევენციის მიზნით არიან დაკავებულები გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 1-ელ ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საჭიროა შეზღუდვების…