მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მაგნიტი მზად არის და ის მალე "ხელოვნური მზის" მთავარი კომპონენტი იქნება
მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მაგნიტი მალე ყველაზე დიდ ექსპერიმენტულ რეაქტორს "შეხვდება". General Atomics — ამერიკული ენერგეტიკისა და თავდაცვის კომპანია, ემზადება Central Solenoid-ის — მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მაგნიტის პირველი მოდულის გამოსაყენებლად.
მაგნიტი გახდება ITER-ის სასიცოცხლო კომპონენტი, რომელშიც მზეზე წარმოქმნილი სინთეზური რეაქციების "გამეორება" ხდება, რაც სუფთა ენერგიის მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ენერგეტიკული პროექტია. პროექტი — ITER შენდება სამხრეთ საფრანგეთში 35 პარტნიორი ქვეყნის მიერ, მათ შორისაა ჩინეთი, ევროკავშირი, ინდოეთი, იაპონია, კორეა, რუსეთი და აშშ. პროექტის მისიაა იმის დემონსტრირება, რომ წყალბადის შერწყმისგან ენერგიის შექმნა და მართვაა შესაძლებელი. თუ ეს გამოვიდა კაცობრიობას სუფთა და ბევრად დიდი ენერგიის წყარო ექნება. ასეთ რეაქტორებს მათი ბუნებიდან გამომდინარე, ხელოვნურ მზესაც ეძახიან.
ყველაფრის მსგავსად, ITER-ის მშენებლობას ხელს უშლიდა COVID-19-ის პანდემია, მაგრამ ამის მიუხედავად, ის თითქმის 75%-ით დასრულებულია. 15 თვის განმავლობაში რეაქტორის ასამუშავებლად საფრანგეთში სამი კონტინენტიდან მასიური კომპონენტები ჩავა. როდესაც ყველაფერი მზად იქნება ისინი შექმნიან "ITER Tokamak"-ს, "მზეს დედამიწაზე", რომელიც წარმოაჩენს შერწყმას სამრეწველო მასშტაბებზე. სწორედ ამ შერწყმისთვის არის საჭირო მასიური მაგნიტი.
ITER-ის მაგნიტებიდან ყველაზე დიდი, Central Solenoid, შედგება ექვსი მოდულისგან და წარმოადგენს აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს პროექტში. ეს არის 18 მეტრის სიმაღლის, 4.25 მეტრის სიგანის და ათასი ტონის მაგნიტი. მაგნიტი გამოყენებული იქნება ITER-ში პლაზმისთვის, რათა გაფართოებული იმპულსების დროს შერწყმის რეაქციის ფორმირება და კონტროლი მოხდეს.
ყველაზე მძლავრი მაგნიტი
Solenoid-ის მაგნიტის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მას თვითმფრინავების გადამტანის 2 მეტრით ჰაერში აწევა შეუძლია. მის ბირთვში მაგნიტური სიმძლავრე 13 ტესლა იქნება, რაც დაახლოებით 280 000-ჯერ აღემატება დედამიწის მაგნიტურ ველს.
General Atomics-მა დაასრულა პირველი ცენტრალური სოლენოიდის მოდულის საბოლოო ტესტირება და ის ამ კვირაში საფრანგეთში გასამგზავრებლად მზად იქნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები