ჩინურმა "ხელოვნურმა მზემ" ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ჩინურმა "ხელოვნურმა მზემ" (EAST) მსოფლიო რეკორდი დაამყარა, საუბარია ბირთვულ სინთეზზე, რის მიხედვითაც რეაქტორში ტემპერატურამ 120 მილიონ გრადუსს (ცელსიუსით) მიაღწია და ის 101 წამის განმავლობაში შენარჩუნდა. ხოლო 20 წამის განმავლობაში ტემპერატურა 160 მილიონი გრადუსიც იყო.
მაგალითისთვის, თუ რა მასშტაბებზეა საუბარი, ჩვენი მზის ბირთვი 15 მილიონ გრადუსამდე აღწევს ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ჩინურ რეაქტორში, რომელსაც "ხელოვნურ მზესაც" ეძახიან, მზეზე 10-ჯერ უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
მსგავს თერმობირთვულ რეაქტორს უდიდესი პოტენციალი აქვს. ამით მზეზე წარმოქმნილი სინთეზური რეაქციების "გამეორება" ხდება, რაც სუფთა ენერგიის მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს.
"ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა მთავარია მსგავსი ტემპერატურის დიდხანს შენარჩუნება შევძლოთ", — განაცხადა მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილების დირექტორმა ლი მიაომ.
აქამდე მსოფლიო რეკორდი სამხრეთ კორეულ "ხელოვნურ მზეს" ეკუთვნოდა, რომელმაც შეძლო 100 მილიონი გრადუსის (ცელსიუსით), 20 წამის განმავლობაში შენარჩუნება.
ლის თქმით, ასეთი რეაქტორები ენერგიის გამომუშავების მხრივ სამყაროს მთლიანად შეცვლიან, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებამდე ჯერ კიდევ ათწლეულები გვაშორებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები