ჰალუცინოგენური სოკოები ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტები — კვლევა
ახალი, მიმდინარე კლინიკური კვლევის მეორე ფაზით მტკიცდება, რომ ფსილოციბინი, აქტიური ნივთირება, რომელიც ფსიქოდელურ სოკოებში გვხვდება, დეპრესიის წინააღმეგ უკეთ მუშაობს, ვიდრე სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SSRI) ანტიდეპრესანტები.
The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული, ორმაგი ბრმა კვლევის შედეგების მიხედვით, ფსილოციბინი იმდენადვე კარგად უმკლავდება დეპრესიას, რამდენადაც SSRI პრეპარატი, ესციტალოპრამი და რიგ შემთხვევებში უკეთაც კი.
"ფსილოციბინის თერაპია იმდენადვე ეფექტურია, რამდენადაც დღეს გავრცელებული, მოწინავე ანტიდეპრესანტები და მეტიც, პროფესიონალის დაკვირვების ქვეშ მისი მოხმარება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მკურნალობის სხვა მეთოდები", — აცხადებს კვლევის ავტორი და Imperial College London-ის, ფსიქოდელიკების კვლევის ცენტრის უფროსი რობინ კარჰარტი.
მეცნიერებს არ სურდათ, რომ პაციენტებს წინასწარი განწყობები შეექმნათ, სწორედ ამიტომ, მონაწილეთა ნახევარს SSRI პრეპარატის მაგივრად პლაცებო და ფსილოციბინის სრული დოზა დაურიგეს, მეორე ნახევარს კი ფსილოციბინის უმნიშვნელო დოზა და ნამდვილი SSRI პრეპარატი შეხვდა.
თავისხმრივ, კვლევა საკმაოდ პატარა იყო და მასში მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო. სწორედ ამიტომ, მანამ, სანამ ფსილოციბინი მარეგულირებელი ორგანოებისგან დასტურს მიიღებს, საჭიროა უფრო დიდი და მასშტაბური კვლევების ჩატარება, თუმცა შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია.
კომენტარები