აღმაშენებლის გამზირზე მოხვედრისას უსათუოდ მიხვდებით, რატომ უხდება ეს სამეზობლო სიტუაციონისტის სახელოსნოს. თბილისის ამ ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ უბანში სახლი დაიდო სხვადასხვა ისტორიულმა, კულტურულმა თუ შემოქმედებითმა დაწესებულებამ. ქართული მოდის ახალგაზრდა ბრენდის შთაგონების წყაროც ქვეყნის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, ავანგარდული ხელოვნება და ახალი ტალღის ქართველ შემოქმედებთან კოლაბორაციაა. სიტუაციონისტის შემოდგომა-ზამთრის 2021-22 წლის კოლექციის შეფასების შესაძლებლობა მოდის საერთაშორისო მიმდევრებს 2 მარტს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მიეცათ.

სიტუაციონისტი ახლად დაფუძნებული ქართული მოდისა და ტანსაცმლის ასოციაციის (Georgian Fashion and Apparel Association – GAFA) წევრია. ეს ბიზნეს კლასტერი GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის – "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის (EU4Business ინიციატივის ქვეშ) და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი გასული წლიდან ხელს უწყობს Situationist-ის მონაწილეობას პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში და ბრენდს ონლაინ პლატფორმაზე პრეზენტაციისთვის საჭირო ვიზუალური მასალის მომზადებაში ეხმარება.

სამოსი, რომელიც ხასიათისთვის იქმნება

სიტუაციონისტი 2015 წელს, ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის კოლაბორაციით დაიწყო. ირაკლი თვითნასწავლი დიზაინერი და ბრენდის კრეატიული დირექტორია. დავითი კი, როგორც მხატვარი და მოდის ფოტოგრაფი, ბრენდის ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს. ბრენდის კონცეფცია ხასითზე მორგებული სამოსის შექმნას ეფუძნება. ეს სამოსი ყველასთვის არის და ის ყველგან შეიძლება ჩაიცვა. სიტუაციონისტისთვის არ არის საკმარისი, იყო ტრენდული — სამოსი გარკვეული იდეის მატარებელიც უნდა იყოს.

სიტუაციონისტის სამოსის განსაკუთრებულობა თავად მისი შექმნის პროცესშია — თითოეული მოდელი იჭრება და იკერება ერთი მკერავის მიერ. ამ ფორმით ირაკლი თავისი გუნდის წევრების პროფესიულ წახალისებას უზრუნველყოფს.

"ერთი კონკრეტული სახელი და გვარი ვერ განსაზღვრავს მთელი ბრენდის მუშაობის პროცესს. ჩვენი პროდუქცია გუნდური მუშაობის შედეგია. დიზაინერს არაფრის გაკეთება შეუძლია გამოცდილი გუნდის გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმლის თითოეული მოდელი შეიკეროს ერთი და იმავე ადამიანის მიერ. ეს საშუალებას აძლევს ჩვენი გუნდის წევრებს, განავითარონ მრავალი უნარი და მთლიანად შექმნან სამოსი – თავად გამოჭრან და შეკერონ", — აღნიშნავს ირაკლი.

თითოეული მკერავის შრომის აღიარების ნიშნად, მათი სახელი შემდგომ მათ მიერ შეკერილი სამოსის სპეციალურ იარლიყზე დაიტანება.

2016 წელს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულში მონაწილეობამ სიტუაციონისტი საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოაქცია. ის პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც მილანის Camera Moda–სა და პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში მიიღო მონაწილეობა. პარიზში კი, წელს უკვე მესამედ, წარსდგა თავისი კოლექციით, რომელსაც მოდის წამყვან საერთაშორისო მედია გამოცემებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მას მოწინავე ახალ ქართულ ბრენდადაც მოიხსენიებენ. ბრენდის კოლექციებს მოდის საერთაშორისო მიმომხილველები აფასებენ, როგორც მინიმალისტურს, დახვეწილსა და ავანგარდულს.

მუშაობა პანდემიის პერიოდში

COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე ირაკლი და მისი გუნდი წუხდნენ იმ შესაძლო უარყოფით გავლენაზე, რასაც კრიზისი მათ საქმიანობაზე იქონიებდა. ბრენდი მაღალი რისკების წინაშე დადგა, თუმცა საბედნიეროდ, ზოგიერთი კოლეგა დიზაინერისგან განსხვავებით, ვისაც პრობლემები გაუჩნდა, სიტუაციონისტმა 22 თანამშრომლისგან შემდგარი პერსონალის შენარჩუნება და უწყვეტი წარმოების პროცესის უზრუნველყოფა მოახერხა. კომპანია მთავარი გამოწვევის წინაშე გასული წლის დეკემბერში დადგა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების მეორე ეტაპი (ლოქდაუნი) გამოცხადდა. სწორედ ამ დროს კომპანიას კლიენტებისთვის შეკვეთების მიწოდება უწევდა. "კლასტერები განვითარებისთვის" პროექტმა სიტუაციონისტისა და GAFA–ს სხვა წევრი მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და ორი თვის განმავლობაში მათი თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა უზრუნველყო. ეს დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თითოეული იმ კომპანიისთვის, რომელთა რესურსებიც კორონავირუსის კრიზისის გამო შეიზღუდა.

სიტუაციონისტის გაყიდვები 2020 წელს 34%–ით გაიზარდა, კერძოდ, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში. ამ ჩვენების შემდეგ ბრენდმა სამ ახალ კომერციულ პარტნიორთან დაამყარა თანამშრომლობა. სიტუაციონისტი ამჟამად ათეულობით წამყვანი საერთაშორისო საცალო და ონლაინ მაღაზიის საშუალებით ყიდის პროდუქციას, რომელთა შორისაა NET-A-PORTER, ISETAN, LLOOMM, CASIMIR. პარიზის წლევანდელი წარმატებული ჩვენების შემდეგ ბრენდი საერთაშორისო კავშირების გაფართოებას იმედოვნებს.

მდგრადი წარმოება ბრენდის საფუძვლად

ბრენდი ამაყობს იმით, რომ სამოსს მაღალი ხარისხის ბუნებრივი ქსოვილების გამოყენებითა და უმაღლესი პროფესიული სტანდარტით ქმნის. ირაკლი პერსონალურად ჩართულია წარმოების პროცესის ყოველ ნაწილში და საკუთარი ხელით კეცავს და ფუთავს მზა სამოსს. ბრენდი მომავალში წარმოების გაფართოებასაც იმედოვნებს, თუმცა ყოველთვის დარჩება მისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხისა და ექსკლუზიურობის ერთგული.

რაც მთავარია, კომპანია მდგრადი ტანსაცმლის წარმოების პრინციპების მიმდევარია და უნარჩენო წარმოებაზეა ორიეტირებული. ეს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, მაგრამ პროცესები ისეა დაგეგმილი, რომ წარმოების თითოეული ეტაპი ფრთხილი გათვლებით მიმდინარეობს და გამოყენებული ქსოვილებისა და მასალების ნარჩენების ოდენობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

სიტუაციონისტი GAFA–ს წევრობაში ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობას ხედავს. აღსანიშნავია, რომ GAFA მართვის პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ცოდნაზე, მ.შ. ტრენინგებზე წვდომას უზრუნველყოფს. პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის" გეგმავს GAFA–ს ცალკეული წევრების საჭიროებების განსაზღვრას და შემდგომში შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას. GAFA ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სიტუაციონისტის გუნდს კლასტერში იზიდავს.

"სიტუაციონისტი გუნდური მუშაობის პროდუქტია და მას კოლაბორაცია, პარტნიორობა ამოძრავებს. GAFA კი, თავის მხრივ, კარგ ფორმატს გვთავაზობს მოდის ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებთან დასაკავშირებლად, იდეების გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობისთვის", — აღნიშნავს ირაკლი.

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA) ამჟამად 24 წევრს აერთიანებს, რომელთა შორისაა ტექსტილის მწარმოებლები, მოდის დიზაინერები, ტანსაცმლის ფაბრიკები და ატელიები. კლასტერის წევრების მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1 000-ზე მეტია. GAFA პოზიციონირებს, როგორც ბიზნესს კლასტერი, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ტანსაცმლისა და ქსოვილების წარმოებას. სხვა მიმართულებებთან ერთად, პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის" მხარს უჭერს GAFA- ს წევრების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში, ონლაინ შოურუმებსა და მოდის ჩვენებებში.

პროექტი: კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში


As you walk down Aghmashenebeli Avenue in one of Tbilisi’s most vibrant districts home to many historic, cultural and artistic establishments, you inevitably realize why this neighborhood fits Situationist’s workshop best. The young fashion label finds inspiration in Georgia’s rich historic heritage and mixes it with avant-garde style and collaborations with new wave artists. International fashion connoisseurs were able to appreciate the latest Fall/Winter 2021-22 collection released by Situationist on the digital platform of Paris Fashion Week (PFW) on 2 March.

Situationist is a member of the newly established Georgian Fashion and Apparel Association (GAFA) – a business cluster created with support from GIZ’s Clusters4Development project funded by the European Union under its EU4Business Initiative and the German Government. The project has been supporting Situationist’s participation in the official part of PFW since last year contributing to the development of visual materials for digital presentation of the label’s collections.

Clothes made to suit character

Situationist started in 2015 as a collaboration of Irakli Rusadze and Davit Giorgadze. Irakli, a self-taught designer, is now the creative director behind the label, while Davit, an artist and photographer, contributes to the visual aspects. The concept of the brand is based on the notion of creating clothing that fits the character, has universal appeal and could be worn anywhere. For Situationist being trendy is not enough, there should be a meaning to what the brand creates.

One unique characteristic of Situationist’s clothing lies in the production process itself – each garment is cut and sewn by one seamstress. This is Irakli’s way of encouraging the craftsmanship of his team members.

"Only one name cannot define the brand. Our clothes are products of a team work. Designer can do nothing without a skilful team. It is important that each piece of clothing is made by same person. This enables our team members to develop multiple skills and make clothing in its entirety from cutting to sewing" – he says.

As a wonderful nod to the work of seamstresses their signatures are placed on a special label for each item they produce.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2016 catapulted Situationist into the international fashion limelight and since then it has been the first Georgian fashion label to show collection at Camera Moda in Milan and in the official part of Paris Fashion Week with its third appearance this year. The brand has been covered in leading international fashion media dubbing it as Georgia’s most cutting-edge young brands. Its collections have been described by international reviewers as minimalist, sophisticated, and edgy.

Working in times of pandemic

As COVID-19 broke out Irakli and his team were worried about the consequences that the company could face. Risks were high, but fortunately, unlike some peer designers, who faced problems, Situationist managed to sustain its workforce of 22 employees and ensure uninterrupted production process. A major challenge came up when a lockdown was established in Georgia last December. This was the time when the company had to deliver orders. Clusters4Development responded to the needs of Situationist and other GAFA member SMEs and provided support to cover transportation costs for staff during two months of lockdown. This support was instrumental for the companies whose resources were limited because of coronavirus crisis.

Situationist’s sales have increased by 34% in 2020, particularly for its Spring/Summer 2021 collection presented at PFW. Connections with three new vendors were established since presentation of the Spring-Summer 2021 collection at PFW last year. Situationist is currently selling via dozen leading international fashion retailers and online stores, with NET-A-PORTER, ISETAN, LLOOMM, CASIMIR making the list, to name just few. More partnerships are expected after this year’s successful presentation at Paris fashion show.

Sustainability at heart of the brand

The brand takes pride in the high-quality natural fabrics it uses and superior craftsmanship. Irakli is personally involved in every part of tailor-making and even folds and packs each ready item. While there are hopes for expansion of production capacities in the future, the brand intends to keep its commitment to excellence and exclusivity.

Most importantly, the company adheres to the principles of sustainable apparel production as it applies waste-free processes. This requires significant effort and time, but the processes are planned in a way that production is carefully measured, and this brings waste in fabrics and materials to almost zero.

Situationist sees an opportunity in GAFA membership for raising awareness and further development of the company. Importantly, GAFA will provide an access to knowledge needed to improve management processes, including via trainings. Clusters4Development plans to identify needs of individual GAFA members and will tailor its support accordingly. GAFA also provides a useful platform for peer-to-peer exchange and collaboration. This is another element that draws Situationist team into the cluster.

"Situationist is a result of a team work, with collaboration, partnership driving the brand. GAFA provides a good format to connect with other industry players for exchange and cooperation", — says Irakli.

Georgian Apparel and Fashion Association (GAFA) currently unites 24 textile producers, fashion designers, factories and ateliers with over 1,000 employees in total. GAFA positions itself as a cluster supporting and enhancing high-quality, environmentally friendly and sustainable apparel and textiles. Among other areas, Clusters4Development project supports access of GAFA members to international tradeshows, digital showrooms, fashion shows and exhibitions.

PROJECT: Clusters 4 Development – Better Business Sophistication in Georgia