მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მედია გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელება საფრთხის შემცველი გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის.
"მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა და სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება — ეს არის არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტები", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI აღწერს იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც მედია საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში დგას. ანგარიშში მოხვდა On.ge-ს ჟურნალისტისა და რედაქტორის, ხატია ღოღობერიძის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტიც.
ძალადობის ფაქტები მედიის წინააღმდეგ
TI წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გახშირდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები, რაც მედიის პროფესიული საქმიანობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.
"მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მიერ არა მხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ დამნაშავეების დროული იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად მსგავს ფაქტებზე არ ხდება სათანადო რეაგირება, კერძოდ, დროში იწელება გამოძიება, არ ანიჭებენ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს და ა.შ., რაც თავის მხრივ, ახალისებს ძალადობას და კიდევ უფრო ართულებს მედიის წარმომადგენლებისათვის მუშაობას", — აცხადებენ ორგანიზაციაშია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო საუბრობს ფორმულას ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ, ასევე, მუქარის წერილებზე და ტელეკომპანიის ორი თანამშრომლის მანქანის დაზიანებაზე, მძღოლის ცემაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მართალია, სანაიაზე თავდამსხმელები დააკავეს, თუმცა სასამართლოს პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუქარა და ჟურნალისტის დისკრედიტაცია ქართულ ოცნებასთან აფილირებული და საზოგადოებაში ცნობილი პირების მიერ. TI-ში მიუთითებენ იმაზეც, რომ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ და თავდებში უდგებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და მსახიობი დავით ხურცილავა.
ანგარიშში მოყვანილია 7 მაისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა.
საუბარია 4 მაისს მომხდარ ინციდენტზეც, როცა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სასულიერო პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა დაუზიანეს ტელეკომპანია მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს.
"მოგვიანებით, ინციდენტის ადგილის დატოვების შემდეგ, სოფელ უდაბნოში მათ დაუპირისპირდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 5 მაისს სოფელ უდაბნოში შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ ტელეკომპანია ფორმულას წარმომადგენლებსაც", — აღნიშნულია დოკუმენტში.
TI წერს მედიაჰოლდინგ კვირას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებაც.
ანგარიშში მითითებულია, რომ 17 მაისს, დმანისში განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კიდევ ერთი ფაქტია რადიო მარნეულის ჟურნალისტის, ვლადიმერ ჩხიტუნიძის შემთხვევა, როცა გაფიცული მუშების აქციის გაშუქებისას, ტელეფონი წაართვეს და ვიდეოს გადაღება აუკრძალეს. დაწყებულია გამოძიება.
ანგარიშში მითითებულია On.ge-ს ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძისთვის სამართალდამცავების მხრიდან აქციის გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლაც.
TI აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიის ობიექტები გახდნენ.
"ჟურნალისტებს ძალადობის, მუქარის და ხელშეშლის ფონზე უწევდათ მოვლენების გაშუქება. 8 მარტს, მხარეებს შორის დაპირისპირების გაშუქებისას 10-მდე პირი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლის აივნიდან ჩაცვივდნენ და დაშავდნენ", — წერს ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო საუბრობს 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლაზეც. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციის მიერ უხეშად დაირღვა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლებები და სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალეს დემონსტრაცია, რა დროსაც უხეშად დაირღვა მედიის წარმომადგენლების უფლებებიც და მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტებმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.
"TV პირველის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა. მას მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარეს; ფორმულას ოპერატორი, ნიკა მათიაშვილი წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავდა; ნეტგაზეთის ჟურნალისტს, სოფო აფრიამაშვილს წყლის ჭავლმა დაუზიანა თვალი; ფორმულას ოპერატორი, გიორგი ჯაფარიძე წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა; ფორმულას ჟურნალისტი, ანა ბარათაშვილი წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო; დაზიანდა რადიო თავისუფლების ორი გადამღები ჯგუფის ოთხი ჟურნალისტი; მსუბუქად დაშავდა რუსთავი 2-ის ოპერატორი; წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა JRC-ის ჟურნალისტი, გიგა აბულაძე. ოპოზიციის წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის და ტვ იმედის ჟურნალისტებს. იმედის განცხადებით კი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მათ ჟურნალისტს თავს დაესხა. აქციის დაშლის დროს დაზიანდა TV პირველის ექვსი, მთავარი არხის — ხუთი, რუსთავი 2-ის — ორი და რადიო თავისუფლების ერთი კამერა. დაზიანდა OC Media-ს დამფუძნებლის პირადი ფოტოკამერა, რომლითაც აქციას აშუქებდა და გურია ნიუსის ჟურნალისტის მობილური ტელეფონი, რომლითაც აქციიდან პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშში საუბარია ქუთაისი თუდეის რედაქტორ ბუბა ჩივაძეზეც, რომლის განცხადებით, ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელმა მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რასაც მერიაში აპროტესტებდა და პოლიციამ ჩივაძე იძულების წესით მერიიდან გაიყვანა.
TI მიუთითებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჯორჯიან თაიმსის თანადამფუძნებელზე ფიზიკურ ძალადობასაც, კერძოდ, დროშის ტარის ჩარტყმას, რაზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო.
მუქარა და აგრესიული რიტორიკა
ფიზიკური ძალადობის გარდა, TI-ის ანგარიშში საუბარია მუქარასა და აგრესიულ რიტორიკაზეც. დოკუმენტში მოხვდა ფაქტჩეკის ჟურნალისტის მიმართ ხულოს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის, ნუგზარ სოლომონიძის მუქარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო საუბრობს მთავარი არხის ჟურნალისტ, ემა გოგოხიაზეც, რომლის განცხადებით, ტელეფონით დაუკავშირდა მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი, გადამღებ ჯგუფს მანქანის საბურავები დაზიანებული დახვდა.
კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც TI საუბრობს, გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის აქცია-მსვლელობაზეც, რომლის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოირჩეოდნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო საუბრობს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის განცხადებაზეც, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავენ. ნოდარ მელაძის შეფასებით, ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შემთხვევით არ ხდება და აჩენს განცდას, რომ თავად ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო შურისძიებისთვის ნიადაგის მომზადება ხდება, რათა, შემდეგ, შესაძლო დანაშაული სხვას დააბრალოს.
ანგარიშში აღნიშნულია TV პირველის ფარულ ჩანაწერებზეც, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯაზე საუბრობენ, რომლებმაც ბერას სოციალურ ქსელში მისთვის არასასიამოვნო კომენტარები დაუწერეს. ნოდარ მელაძის განცხადებით, ამის შემდეგ, ჟურნალისტებს საჯაროდ ემუქრებიან.
TI საუბრობს გია ვოლსკის განცხადებებზეც, რომელიც TV პირველის ჟურნალისტებს ზონდერებს უწოდებს. ასევე, ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ "განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ ყოველდღიურად".
ორგანიზაციის შეფასებით, ნეგატიური კამპანიის წახალისებას ემსახურებოდა თეა წულუკიანის მხრიდან კრიტიკული ტელევიზიის, ტელეკომპანია მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ნომრის კანონსაწინააღმდეგო გასაჯაროება, რის შემდეგაც, გვარამიას თქმით, მასთან ბევრი უცნობი ზარი შევიდა. გარდა ამისა, ქართული ოცნების დეპუტატმა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალურმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ ნიკა გვარამიაზე ჰომოფობიური სტატუსი გამოაქვეყნა.
ანგარიშში მოხვდა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის განცხასდებაც, რომელმაც ვახო სანაიაზე თავდასხმას "შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი" უწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა". დოკუმენტში საუბარია ნიკა გვარამიას განცხადებაზეც, რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.
გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აცხადებს, რომ სამწუხარო ტენდენციის სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებისათვის გადაადგილების თუ ცალკეული უწყებების შენობებში შესვლის დაუსაბუთებელმა შეზღუდვამ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის პროფესიული საქმიანობის შესრულებას.
"9 თებერვალს მთავარი არხის ჟურნალისტი მარიამ გეგუჩაძე პარლამენტში არ შეუშვეს. 11 აპრილს კი მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმდინარე საპროცესო აქციის გასაშუქებლად ნამახვანში შესვლის და მუშაობის უფლება არ მისცეს".
ორგანიზაცია საუბრობს ტელეკომპანია იმედის ბიზნეს გადაცემების ავტორისა და წამყვანის, ირაკლი წულაიას განცხადებაზეც, რომლის მიხედვით, გადაცემა დაუხურეს და 25 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. წულაიამ აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ დაშინებები მიმდინარეობს და ქვეყნიდან წასვლასაც არ გამორიცხავს. ჟურნალისტი გადაცემების დახურვას ქართული ოცნების ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მის გამოხმაურებას უკავშირებს, რასაც მმართველი პარტიის ლიდერების მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის უკმაყოფილება მოჰყვა. ირაკლი წულაიამ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია იმედის დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა მისი განცხადების წაშლა სთხოვა, რადგან ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ.
წყაროს იდენტიფიცირების მცდელობა
TI-ში, ასევე, აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ გრძელდება ჟურნალისტების წყაროს იდენტიფიცირების მცდელობები. კერძოდ, საუბარია TV პირველის ჩანაწერებზე, რომელიც ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანაშაულს შეეხებოდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ კონფიდენციალური მასალის ამოღებაზე თანხმობამ საფრთხე შეუქმნა საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს.
ფარული მოსმენა
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო საუბრობს TV პირველის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არხის საგამოძიებო ჟურნალისტების ფარულ მოსმენას გეგმავდა. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სუს-ის თანამშრომელი დაუკავშირდა ქართული ოცნების შიდა მონიტორინგის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს და შესაბამისი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, მათ შორის, TV პირველში შეღწევა და ჟურნალისტების უკანონო თვალთვალი დაავალა.
დეზინფორმაციული კამპანია
TI-ის განცხადებით, გრძელდება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია. მათ მაგალითად მოჰყავთ TV პირველის ჟურნალისტების დისკრედიტაცია სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც არხმა ბერა ივანიშვილის ფარული ჩანაწერები გაავრცელა. მითების დეტექტორის ვარაუდით, ეს გვერდები შესაძლოა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ იმართებოდნენ.
ინსტიტუციური დევნა
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, მედიაგარემოსთვის სახიფათო გამოწვევად რჩება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცალკეული გადაწყვეტილებები, რომელიც კრიტიკული მედიის შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს. ორგანიზაცია მიუთითებს მთავარი არხის სიუჟეტის განხილვაზე, რომელშიც ყოფილი მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ახლო კადრი იყო ასახული და რომელიც კომისიამ უხამსობად მიიჩნია.
"ამ გადაწყვეტილებით კომისია გასცდა თავის უფლებამოსილებას და შევიდა შინაარსის განხილვაში, რაც თვითრეგულირების ორგანოს ან სასამართლოს პრეროგატივაა. შესაბამისად, კომისია უხეშად ჩაერია ტელევიზიის საქმიანობაში და შეზღუდა კრიტიკული მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომისიამ საშიში პრეცედენტი შექმნა, წაახალისა ქვეყანაში თვითცენზურა და მიანიჭა მარეგულირებელს განუსაზღვრელი ბერკეტი, რაც შესაძლოა, მძიმედ აისახოს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში", — აცხადებენ TI-ში.
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
კომენტარები